ISO Consulting Blog

fullDate

HACCP - სურსათის უვნებლობის ინსპექტორების გადამზადების პროგრამა დაიწყო.

post.update-date

2020 წლის 9 იანვარს "ISO Consulting"-მა დაიწყო სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლების ტრენინგი - "HACCP - პრინციპები, გამოყენება და აუდიტი".

ტრენინგის საჭიროება დადგა საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებაში განხორციელებული იმ ცვლილებიდან გამომდინარე, რომელიც 2019 წლის 26 აგვისტოს შევიდა ძალაში და რომელიც 2021 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ცვლილების თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი ფორმით სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლი წერტილები) და დაექვემდებარება სავალდებულო ინსპექტირებას.

პროექტი მოთხოვნილია სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" მიერ და ხორციელდება "აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)" და Land O'Lakes Venture37-ის პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)".

პროგრამის ფარგლებში HACCP სისტემის აუდიტორებად მთელი საქართველოს მასშტაბით მომზადდება სსიპ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" 160-მდე თანამშრომელი, სულ 10 ნაკადი.

24 საათიანი სასწავლო კურსის პროგრამა შედგენილია ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "Lloyd's Register" მიერ და კითხულებენ მათივე ტრენერები - ქეთევან წულაია და ივანე დიდბერიძე.

კურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება აქვთ:

  • ჩაატარონ HACCP კვლევა;

  • აღწერონ აუდიტორის პასუხისმგებლობა და აუდიტის როლი HACCP სისტემის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში;

  • ISO 19011 სტანდარტის შესაბამისად დაგეგმონ, ჩაატარონ და შეადგინონ აუდიტის ანგარიში, როგორც HACCP სისტემის განუყოფელი ნაწილი;

  • შეაფასონ HACCP სისტემა და განსაზღვრონ სისტემის დანერგვის შედეგიანობა.

"ISO Consulting" მადლობას უხდის ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენინგის ყველა მონაწილეს აქტივობისა და ჩართულობისათვის.


ISO Consulting - Professionals for professionals

    988
    0