ISO Consulting Blog

fullDate

"Henkel"-ის საწარმოში ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის ტრენინგები ჩატარდა

post.update-date

2023 წლის 11 - 15 ივლისს ISO Consulting-ის ტრენერების მიერ კომპანია "Henkel"-ის თანამშრომლებისთვის ჩატარდა შემდეგი ტრენინგები: "მომზადება ISO 9001:2015 სტანდარტისთვის", "ISO 45001:2018 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" და "ISO 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება".

Henkel Georgia-ში ინერგება მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემები ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ამით კომპანია ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი, უკეთ დაიცვას კომპანიაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება და გაუფრთხილდეს გარემოს.

"Henkel"-ი გერმანიაში, 146 წლის წინ, 1876 წელს დაარსდა და დაიწყო სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებების წარმოება. დღეის მდგომარეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალებს, სარეცხი და სახლის მოვლის, ასევე თავის მოვლის საშუალებებს. მისი ბრენდები "ცერეზიტი", "პერსილი", "შვარცკოფი" და სხვა მსოფლიოში წამყვან პოზიციებზე არიან. 2022 წლის მდგომარეობით კომპანიის შემოსავლებმა 22.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 1.3 მილიარდი ევრო. საქართველოში "Henkel"-ის პირველი წებოვანი და მოსაპირკეთებელი საშუალებების საწარმო 2016 წელს გაიხსნა და დღემდე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ. ასევე, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ სხვადასხვა სახის მენეჯმენტის სისტემების დანერგვაში.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    44
    0