BRC Global Standards

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები

British Retail Consortium (BRC) - სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი, რომელიც გამიზნულია მთლიან საერთაშორისო სასურსათო ჯაჭვში გამჭვირვალობის შესაქმნელად.

 

დიდი ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმმა შექმნა სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი - ერთი საერთო სტანდარტი  საცალო ვაჭრობის ქსელის მომმარაგებელი კომპანიების შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი დიდ ბრიტანეთშია შემუშავებული, იგი აღიარებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტი.

​დღეისათვის მოქმედებს სტანდარტების მეშვიდე გამოცემა, რომელიც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და ჰარმონიზებულია EU კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 

 

BRC კლასიფიცირდება 5 სტანდარტად მიმართულებების მიხედვით:

  1. BRC Global Standard for Food Safety

  2. BRC Global Standard for Storage and Distribution

  3. BRC Global Standard for Packaging and Packaging Materials

  4. BRC Global Standard for Consumer Products

  5. BRC Global Standard for Agents and Brokers

BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტის პრინციპულ მოთხოვნებში შედის ორგანიზაციის მიერ რისკებზე დაფუძნებული მიდგომა, HACCP სისტემის გამოყენება და დანერგვა, დოკუმენტირებული და შედეგიანი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, საწარმოო გარემოს სტანდარტების, პროდუქტის, პროცესების და პერსონალის კონტროლი.

BRC სტანდარტების უპირატესობები

BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტთან შესაბამისობა ანიჭებს სურსათის მიმწოდებელს მნიშვნელოვან უპირატესობას. სტანდარტი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მრავალჯერადი აუდიტის თანმდევი გაურკვევლობა და შეფერხებები, აგრეთვე სხვადასხვა კლიენტისთვის ერთიდაიგივე ინფორმაციის დუბლირების საჭიროება.


სერტიფიკატი ადასტურებს ტექნიკურ კომპეტენტურობას და ეხმარება მწამროებელს, ბრენდის მფლობელსა და საცალო მოვაჭრეებს შეასრულონ მათზე დაკისრებული სამართლებრივი ვალდებულებები. აგრეთვე სერტიფიკატი წარმოადგენს გარანტიას მომხმარებლისთვის მიიღოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათი.

ვის შეუძლია გამოიყენოს BRC?

BRC-ის სტანდარტები შეიქმნა საცალო ვაჭრობის ქსელის დახმარებით, რათა შესაძლებელი იყოს ბრიტანული, მაღალი დონის საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება და მომხმარებლის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფა.


BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტი ძირითადად სჭირდება იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ რთულად შეღწევად დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, განურჩევლად მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ წარმოშობის ქვეყნისა. ხშირ შემთხვევაში, სერტიფიკაცია BRC-სურსათის უვნებლობის გლობალური სტანდარტის მიხედვით, წარმოადგენს წინაპირობას დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ქსელში პროდუქციის განსათავსებლად.

რატომ ISO Consulting?

ჩვენს გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად, თქვენ მარტივად შეძლებთ მოახდინოთ BRC სტანდარტის მოთხოვნების ადაპტაცია თქვენს კომპანიაში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრენინგები, შეფასება და კონსულტაციები, რაც დაგეხმარებათ BRC სტანდარტის სწრაფ და შედეგიან ადაპტაციაში.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ...

გამოიყენეთ ტრენინგები

 

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ BRC-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგები, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და BRC-ის ავტორიზებული ტრენერები.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

 

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და BRC სტანდარტის მოთხოვნებს შორის.

კონსულტაცია და დახმარება

 

ჩვენმა კონსულტანტებმა კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.