ISO Training Hub

ISO ტრენინგები

დღეს, როდესაც ტრენინგის მონაწილეებს აქვთ შეზღუდული დრო, ხოლო აუდიტორია არის მრავალფუნქციური და კომპლექსური, არ შეიძლება ტრენინგი იყოს მოსაბეზრებელი ან ნაკლებად საინტერესო!

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

რატომ ჩვენი ტრენინგები?

​ჩვენი ტრენინგები ერთგვარი სიახლეა საქართველოში, რომელიც ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და საერთაშორისოდ აღიარებულ "მენეჯმენტის სანიმუშო პრაქტიკებს".

ჩვენ პირველებმა შევძელით, მსოფლიოში კარგად ცნობილი ISO-ს საერთაშორისო ტრენინგების მიწოდება ქართულ ენაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის.

ჩვენი ტრენინგების საშუალებით თქვენ შეძლებთ, აამაღლოთ თქვენი მმართველი გუნდის, როგორც პირადი, აგრეთვე პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

ძირითად თავისებურებს, რომლებიც Lloyd's-ის ტრენინგებს განასხვავებს მისი ანალოგებისაგან, წარმოადგენს:

  • ნაკლები თეორია და მეტი პრაქტიკა, რადგან კითხვა ზრდასრულ ადამიანებს დამოუკიდებლად შეუძლიათ;

  • Adult Experiental Learning Cycle - Lloyd's-ის გამოცდილი და iTOL-ის მიერ მომზადებული ტრენერებისგან;

  • IRCA-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო პროგრამები;

  • ქეისები, რომლებიც უკავშირდება თქვენს საჭიროებას და სამუშაო პროცესებს;

  • Lloyd's-ის მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ მიღებულ ცოდნას.

სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისთვის

ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.

 

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.