top of page
Abstract Structure

მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა, სერტიფიკაცია და შენარჩუნება

ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, დანერგვა და სერტიფიკაცია არის რთული გზა, რომელიც უნდა განვლოს ორგანიზაციამ, როდესაც მას სურს, მოახდინოს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დემონსტრირება და საერთაშორისო სერთიფიკატის მიღება.

ამ რთულ და შრომატევად გზაზე, მნიშვნელოვანია შემდეგი 5 ძირითადი ეტაპის გამოყოფა:

1.

GAP Analysis

2.

ტრენინგები

3.

სისტემის შემუშავება

და დანერგვა

4.

სისტემის სერთიფიკაცია

5.

სისტემის შენარჩუნება

და გაუმჯობესება

ISO Consulting-ს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ მენეჯმენტის სისტემის შემუშავების, დანერგვის, სერტიფიკაციის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ნებისმიერ ეტაპზე, თქვენი საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად.

დაგვიკავშირდით, რათა შეიტყოთ მეტი > > >

როგორ დავიწყოთ? - Gap Analysis
GAP Analysis

არსებული მდგომარეობის ანალიზი" (ე.წ. GAP Analysis), კარგად ცნობილი და ადაპტირებული მიდგომაა მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის დასაწყებად. 

 

"არსებული მდგომარეობის ანალიზი" საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ სხვაობა, თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ ღონისძიებები, რომელთა გატარება დაგჭირდებათ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.

ღონისძიებების დასაგეგმად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი უნიკალური შეფასების მეთოდოლოგია, მიიღოთ ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები. შედეგად კი, ჩამოაყალიბოთ მკაფიო "სამოქმედო გეგმა", რომელიც დაგეხმარებათ, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური აუდიტორები შეაფასებენ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას და გიჩვენებენ "დიდ სურათს", რათა დაგეგმოთ ღონისძიები ISO-ს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.

ტრენინგები
ტრენინგები

ნებისმიერი მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და მის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციას ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც ერკვევიან სტანდარტის მოთხოვნებში და შეუძლიათ მათი საქმიანობა და პროცესები აკონტროლონ მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

ამისათვის, ISO Consulting გთავაზობთ შედეგიან ტრენინგებს, რომლებიც დამუშავდა ლონდონში, მაღალი კლასის, ორნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე და საერთაშორისო დონეზე ავტორიზებული ტრენინგების მიმწოდებლის - "Lloyd's"-ის მიერ.

საქართველოში, ბრიტანული მაღალი დონის ტრენინგები, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც Lloyd's-ის და iTOL-ის (Institute of Trainings and Occupational Learning) მიერ მომზადდნენ ქართველი ტრენერები, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი სწავლება და ავტორიზაცია.

თქვენ საშუალება გაქვთ:

  1. დაესწროთ საჯარო ტრენინგებს, ან

  2. შეუკვეთოთ ტრენინგი ადგილზე, თქვენს ორგანიზაციაში, ან 

  3. მოითხოვოთ თქვენს ბიზნესზე მორგებული ტრენინგი, სადაც ქეისები და მასალები ადაპტირებული იქნება თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესაბამისად.

ტრენინგების შეფასების შედეგები და მონაწილეთა კომენტარები, მუდმივად ადასტურებს ჩვენს მიერ მიწოდებული ტრენინგების შედეგიანობას.

ტრენინგის

მონაწილეების 100%

კვლავ სიამოვნებით

დაესწრება ჩვენს

ტრენინგებს.

შემუშავება და დანერგვა
სისტემის შემუშავება და დანერგვა

ISO-ს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა მოითხოვს დაგეგმილი და მიზანმიმართული პროგრამის განხორციელებას.

ISO-ს სტანდარტების შესაბამისად მენეჯმენტის სისტემის შესამუშავებლად, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მენეჯმენტის სისტემის ელემენტების შემოღება, როგორებიცაა რისკებზე დაფუძნებული ხედვა, სისტემის მონიტორინგი, გაზომვები, ანალიზი და შედეგების შეფასება, მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტი, მენეჯმენტის სისტემის მიმოხილვა, ვერიფიკაცია და ვალიდაცია, მიკვლევადობა, შეუსაბამობების კონტროლი, კორექცია და მაკორექტირებელი ღონისძიებები და სხვა.

"დანერგო მენეჯმენტის სისტემა" კი ნიშნავს - თქვენს ორგანიზაციაში შესაბამის თანამშრომლებს შეეძლოთ, მენეჯმენტის სისტემის ზემოაღნიშნული ელემენტების მათ სამუშაო პრაქტიკაში გამოყენება და მუდმივი გაუმჯობესების პროცესის უზრუნველყოფა.

მენეჯმენტის სისტემის შემუშავების და დანერგვის ნებისმიერ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტრენინგები, აგრეთვე ჩვენი კვალიფიციური კონსულტანტების დახმარება. 

ISO Consulting-ის უნიკალური მიდგომა დაგეხმარებათ სწრაფად და შედეგიანად მოახდინოთ სისტემის ახალი ელემენტების ინტეგრაცია თქვენს საქმიანობაში და შედეგიანად გამოიყენოთ ისინი თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტების და მოდიფიცირებული საკონსულტაციო პროგრამის დახმარებით, თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ საფრთხეები და შეაფასოთ რისკები, რომლებიც უკავშირდება თქვენს მიერ მოთხოვნილ მენეჯმენტის სისტემას

  • ჩამოაყალიბოთ რისკებსა და შესაძლებლობებზე მიმართული ღონისძიებების გეგმა

  • განახორციელოთ "პროცესებისადმი მიდგომის" კონცეფციის რეალიზება

  • დანერგოთ შიდა აუდიტების და სისტემის მიმოხილვის საუკეთესო პრაქტიკა

  • გაზომოთ სისტემა და პროცესები, გააანალიზოთ და შეაფასოთ მონიტორინგის და გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და მონაცემები

  • სრულყოთ მუდმივი გაუმჯობესების პროცესები.

რეაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სისტემის დანერგვას

ორგანიზაციაში მენეჯმენტის სისტემის ახალი ელემენტების შემოღება, შესაძლოა მძიმე ტვირთად დააწვეს ცალკეული პროცესის მფლობელს და მთლიანობაში ორგანიზაციას. ელოდეთ თანამშრომლების დაბნეულობას, რადგან ISO-ს მენეჯმენტის სისტემის დანერგვა საკმაოდ რთული და დიდი პროექტია. დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს გააჩნიათ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია იმისათვის, რომ მარტივად შეძლონ ISO-ს სტანდარტის მოთხოვნების ადაპტაცია.


თქვენ საშუალება გაქვთ გამოიყენოთ ჩვენი პრაქტიკული და შედეგიანი ტრენინგები, რათა თანამშრომლებმა მიიღონ შესაბამისი საბაზისო ცოდნა სისტემის ელემენტების გამოყენების შესახებ.

ISO Consulting - ჩვენი უნიკალური მიდგომა

სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპზე, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას. ვითვალისწინებთ რა თქვენს საჭიროებას და მოლოდინს, შესაბამისად ვგეგმავთ პროექტის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებს. ჩვენი უნიკალური მიდგომა საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ის უკურაქცია, რომელიც შეიძლება თან ახლდეს პროექტის განხორციელებას. ჩვენი კონსულტანტები ინდივიდუალურად განიხილავენ სისტემის ელემენტებს თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და პროცესის მფლობელებთან, დაეხმარებიან მათ საჭირო ღონისძიებების გატარებაში, რათა შეძლონ სტანდარტის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კონსულტაციების პროცესში ჩვენ ვიყენებთ "პროცესებისადმი მიდგომის" ფართოდ აღიარებულ მეთოდს. შესაბამისად, სისტემის შემუშავების და დანერგვის ეტაპი მოიცავს როგორც მენეჯერების ჯგუფის მომზადებას, აგრეთვე ცალკეული პროცესის მფლობელთან ინდივიდუალურ მუშაობას, მათთან ერთად სამუშაო პროცესში სტანდარტის მოთხოვნების ადეკვატურ ადაპტირებას. ვითვალისწინებთ რა ორგანიზაციის არსებულ სამუშაო პრაქტიკას, ვცდილობთ შევინარჩუნოთ პროცესების მსვლელობის დინამიკა, რათა სისტემის ახალი ელემენტების დანერგვამ არ გამოიწვიოს პროცესების გართულება ან ურთიერთკვეთა.

ჩვენი კონსულტანტების სხვადასხვა ბიზნესსექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა, შეიმუშაოთ საქმიანობის კონტროლის და მონიტორინგის თანამედროვე მეთოდები და მუდმივად გააუმჯობესოთ ბიზნესი.

სერტიფიკაცია
სისტემის სერტიფიკაცია

მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეიმუშავეთ და დანერგეთ მენეჯმენტის სისტემა და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ISO-ს შესაბამისი სტანდარტის ძირითად მოთხოვნებს, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია.

აკრედიტაციის მიერ დადგენილი წესების თანახმად, სისტემის სერტიფიკაცია ხორციელდება 2 ეტაპად:

  1.  პირველი ეტაპი - სისტემის ძირითადი ელემენტების მიმოხილვა და შეფასება, 

  2.  მეორე ეტაპი - ორგანიზაციის მიერ დანერგილი სისტემის შეფასება და სერტიფიკაცია.

ქვემოთ მოცემულია სერტიფიკატის მიღების და შენარჩუნების სქემატური ინტერპრეტაცია.

ISO სერტიფიკატის მიღების პროცედურა
გაუმჯობესება
სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება

 

ISO სერტიფიკატი არის დასტური იმისა, რომ თქვენ დანერგეთ სისტემა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ და მუდმივად გააუმჯობესოთ იგი.

 

მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები ცვალებადია და მზარდი. შეინარჩუნო მენეჯმენტის სისტემა ნიშნავს აკმაყოფილებთ მომხმარებლის და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს. მაგრამ იმისათვის, რომ ორიენტირებული იყოთ მათ სამომავლო სურვილებსა და მოლოდინზე, თქვენ გჭირდებათ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ორგანზიაციის მენეჯმენტის სისტემა.

მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნებით და გაუმჯობესებით თქვენ შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა.

სერტიფიკაციის ორგანო, სერტიფიკატის გაცემიდან 12 თვეში ერთხელ, განახორციელებს "საზედამხედველო აუდიტს" (Surveilance audit). რომლის დროსაც ფასდება ორგანიზაციის მიერ მენეჯმენტის სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page