top of page

ISO 22000:2018 შიდა აუდიტორი

ტრენერი - ივანე დიდბერიძე

ღირებულება - 315 £ (ექვივალენტი ლარში)

ხანგძლივობა - 18 საათი

თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:

  • გსურთ გახდეთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი და ჩაატაროთ აუდიტები HACCP, ISO 22000 და ISO 22002 სტანდარტების მოთხოვნებთან მიმართებით;

  • ახლახან ჩაერთეთ შიდა აუდიტების პროცესში და გსურთ, ან მოგეთხოვებათ, გაიუმჯობესოთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტების ჩატარების უნარ-ჩვევები;

  • თქვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებთ მეორე მხარის (მაგალითად: მომწოდებლის) აუდიტს.

თქვენ შეისწავლით:

  • პრინციპებს, პროცესებს და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება სურსათის უვნებლობის რისკების მენეჯმენტისა და შეფასებისთვის

  • როგორ შეიძლება მიაღწიოთ მუდმივ გაუმჯობესებას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში

  • რა წვლილი აქვს აუდიტს მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში

  • სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს

  • როგორ მოემზადოთ აუდიტისთვის

  • პროცესებზე დაფუძნებული ჩეკლისტის მნიშვნელობას

  • როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის მეშვეობით

  • შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა

  • თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა ისო 22000 სტანდარტთან მიმართებით

  • რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში

  • როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მიღებული გქონდეთ Lloyd's-ის ტრენინგ კურსი "მომზადება ISO 22000 სტანდარტისთვის" ან მისი ექვივალენტი)

  • სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება

  • სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, წინასწარი პროგრამების (PRPs), GMP/GHP პრაქტიკის და HACCP პრინციპების ცოდნა.

კურსის შემდგომი განვითარება

სამუშაო ენა

  • ქართული

რეგისტრაცია

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა

სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის

ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.

 

დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>

ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები

კახაბერ ადონია
კომპანია "Geodemo"

"თამამდ შემიძლია ვთქვა, ბატონი ვანო ამ საქმის პროფესიონალია. მასალები უმაღლეს დონეზე იყო შედგენილი, საუკეთესო დიზაინი. გმადლობთ ასეთი საინტერესო კურსისათვის"

თამარ აჯარი
კომპანია "Nutinvest"

"ტრენერს აჰვს დახვეწილი გადმოცემის სტილი, გასაგები და კარგად დასამახსოვრებელი. მასალა იყო ძალიან მრავლის მომცველი და მაღალ დონეზე ახსნილი."

გურამ ბიბლაია
კომპანია "GN Company"

"ტრენერს აქვს საუკეთესო გადმოცემის სტილი და შესაბამისი კომპეტენცია. უმაღლესი დონის სპეციალისტია. ტრენინგის მასალები და დიზაინი არის ადვილად აღსაქმელი".

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page