top of page
ISO 9001:2015
ISO 9001:2015 - ხარისხის
მენეჯმენტის სისტემა

მართეთ ხარისხი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტის შესაბამისად.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

ისო 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. იგი მიეკუთვნება ისო 9000 სერიის სტანდარტებს, ისო 9004 სტანდარტთან ერთად, და ეხმარება ორგანიზაციებს მუდმივად შეესაბამებოდნენ მომხმარებლის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს და მოლოდინს, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნებს.

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა დაგეხმარებათ მუდმივად განახორციელოთ მონიტორინგი და მართოთ ხარისხი ნებისმიერი ოპერაციის შესრულების პარალელურად და ყურადღებას ამახვილებს იმ გზებზე, რომელთა საშუალებით მიაღწევთ თანმიმდევრულ შესრულებებს და მომსახურებას. საერთაშორისო დონეზე, ორგანიზაციებისათვის, იგი წარმოადგენს ხარისხის სისტემის არჩევანს!

ისო 9001:2015 სისტემის უპირატესობები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უჩნდება მრავალ ორგანიზაციას, არის "რა არის ისო 9001 სტანდარტის განახლებული ვერსიის სარგებელი ჩემი ორგანიზაციისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის"?

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისო 9001 სტანდარტმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება. 2015 წლის ვერსია ფუნდამენტურად განსხვავდება მისი წინამორბედისაგან და შემოაქვს საუკეთესო მენეჯმენტის პრაქტიკა: 

  • უფრო მეტი ყურადღება ბიზნესის დაგეგმვაზე, რომელიც აგრეთვე მოითხოვს რისკების და შესაძლებლობების გაანალიზებას;
  • სიღრმისეული მოთხოვნები საქმიანობის შესრულების მონიტორინგსა და შეფასებაზე;

  • ნაკლები მოთხოვნა დოკუმენტირებული პროცედურების მიმართ, რაც შეიძლება ჩანაცვლდეს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციით და შესაბამისი ცოდნით;

  • ლიდერობა და მუდმივი გაუმჯობესება.​

ყველა სხვა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი, ადვილად ინტეგრირებადი ხდება ისო 9001:2015 სტანდარტთან, რადგან მომავალში ყველა მათგანი წარმოდგენილი იქნება ერთი სტრუქტურით და აქცენტები გაკეთდება მენეჯმენტის სისტემის შესაბამის დისციპლინებზე.

ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 9001:2015 ?

ისო 9001 საერთაშორისო სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი დადებითი მხარეა მისი შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის ან ზომის ორგანიზაციის მიერ. 

 

იგი თანაბრად გამოიყენება როგორც პროდუქტის მწარმოებელი, აგრეთვე სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, რადგან ისო 9001 ფოკუსირებას ახდენს პროცესების ორგანიზებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რისკებზე დაფუძნებულ ხედვასა და გაუმჯობესებაზე.

რა მოთხოვნები აქვს ისო 9001:2015 სტანდარტს?

მრავალ ორგანიზაციას აინტერესებს რა მოთხოვნები აქვს სტანდარტს, რამდენად შესაძლებელია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ორგანიზაციამ სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობით.

ამისათვის, ჩვენ შევადგინეთ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ონლაინ.

გაიდლაინის PDF ვერსიის გადმოსაწერად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

Lloyd's-ის განახლებული და შედეგიანი ტრენინგების პროგრამის მეშვეობით, ასობით ადამიანი ეცნობა განახლებულ მოთხოვნებს და იყენებს მათ პრაქტიკაში.

 

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ცოდნა და უნარები, თუ ხართ ახლად ჩართული ხარისხის მენეჯმენტის სისტემებში, ან გსურთ გაიუმჯობესოს ცოდნა სტანდარტის განახლებული ვერსიის გაცნობისა და გამოყენებისათვის.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანზიციის მენეჯმენტის სისტემასა და ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად, თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნები და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.
 

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page