top of page
ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები

ISO 14001:2015

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები

გარემოს დაცვის მიმართ თქვენი კომპანიის ვალდებულებების საჯაროდ დემონსტრირება

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

კერძო კომპანიებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებას აქვთ გლობალური პასუხისმგებლობა, განვითარდნენ, მომავალი თაობისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების დანაკარგის გარეშე. ისო 14001:2015 სტანდარტი შეიქმნა სწორედ გარემოს დაცვის პირობების გათვალისწინებით.

ისო 14001, რომელიც გადაისინჯა და 2015 წლის სექტემბერში გამოიცა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების ახალი სტრუქტურის შესაბამისად, არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი.


ისო 14001:2015 წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ შეამციროთ თქვენი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედება, დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო მოთხოვნები და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

ისო 14001:2015 სტანდარტის უპირატესობები
  • ისო 14001 ნათლად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - სტანდარტის დანერგვით თქვენ საჯაროდ აცხადებთ თქვენი კომპანიის ვალდებულებებს გარემოს დაცვის მიმართ, ამაღლებთ ორგანიზაციის რეპუტაციას, მინიმუმამდე ამცირებთ გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფთ გარემოს შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

  • ​შემცირებული დანახარჯები - ისო 14001 სტანდარტი დაგეხმარებათ უკეთ გამოიყენოთ რესურსები, რაც ამავდროულად შეძლებს თქვენი საწარმოო ხარჯების შემცირებას.

  • ხდებით პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ისო 14001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარემოს დამცველ ორგანიზაციებზე, მათ შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც.

ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 14001:2015 ?

ისო 14001 შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ და მიიღოს უპირატესობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გსურთ ითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ საქმიანობის პროცესში "მწვანე მიდგომებს", მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

Lloyd's-ის განახლებული და შედეგიანი ტრენინგის პროგრამების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ისო 14001:2015 სტანდარტის განახლებულ მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში.

ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო ცოდნა და უნარები, როგორც ახლად ჩართულმა სპეციალისტმა გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემებში, ისევე მათ, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ცოდნა სტანდარტის განახლებული ვერსიის გასაცნობად და გამოსაყენებლად.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ისო 14001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის.

შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა მიაღწიოთ სტანდარტის მოთხოვნებს ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page