top of page
Data Processing
ISO 27001
ISO 27001 - ინფორმაციის 
უსაფრთხოება

შეუმუშავეთ და დანერგეთ ინფორმაციის დაცვის მენეჯმნეტის სისტემა, რათა დაიცვათ თქვენი ბიზნესი

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

ნებისმიერი დაუცველი სისტემა მოწყვლადია ყველა სახის საფრთხის მიმართ, როგორებიცაა კომპიუტერით თაღლითობა, საბოტაჟი, ვირუსები და სხვა. ასეთი საფრთხეები შეიძლება იყოს როგორც შიდა, აგრეთვე გარე, ავარიული/შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. ინფორმაციის დაცვის სისტემაში არსებულ ხვრელებს, შეუძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გახადონ ხელმისაწვდომი, მოპარვადი, დამახინჯებული ან დაკარგვადი. რამდენად დაცული ხართ თქვენ, რომ თქვენს კომპანიას გააჩნია სათანადო კონტროლი და შესაბამისი პროცედურები მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად?

ისო 27001 საერთაშორისო სტანდარტის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატური კონტროლი, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა. 

დაინტერესებულ მხარეებში განიხილება მომხმარებლები, თანამშრომლები, სავაჭრო პარტნიორები და ზოგადად საზოგადოება.

თქვენს პარტნიორებთან და მომხმარებლებთან მიმართებაში, ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის ისო 27001 საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა, დაგეხმარებათ, ბიზნესში ინფორმაციის დაცვის მიმართ თქვენი სერიოზული დამოკიდებულების დემონსტირებაში.

ისო 27001 სისტემის უპირატესობები

კონკურენტუნარიანი უპირატესობები - თქვენ მიიღებთ კონკურენტუნარიან უპირატესობებს, რადგან უკვე მრავალი სერიოზული კომპანია მოითხოვს ისო 27001 სერტიფიკაციას, როგორც მოსამზადებელ ფაზას ბიზნეს-თანამშრომლობისთვის. სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ ინფორმაციის დაცვის პროცესების წარმოჩენის გარეშე გააკეთოთ თქვენი შესაძლებლობების საჯარო განაცხადი. აგრეთვე საინფორმაციო სისტემაში, შესაძლო საფრთხეების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად არსებული კონტროლის ღონისძიებების დადგენით, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ბიზნეს რისკები და თავიდან აიცილოთ უცხო პირების მიერ სისტემის შესაძლო ნაკლოვანებების მზაკვრულად გამოყენება.

ვის შეუძლია ისო 27001 სტანდარტის გამოყენება?
  • ისო 9001 საერთაშორისო სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი დადებითი მხარეა მისი შესაძლებლობა, გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელიც მართავს ინფორმაციას და სურს მოახდინოს ინფორმაციის მიღების, კონტროლის და განაწილების დაცვის დემონსტრირება.

  • ისო 27001 თანაბრად გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში, მათ შორის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ინფორმაციას და სურთ წარმოაჩინონ მათ მიერ ინფორმაციის მიღების, კონტროლის და განაწილების უსაფრთხოება.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ Lloyd's-ის პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები, როგორც სისტემის შემუშავების, ასევე მისი მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანზიციის მენეჯმენტის სისტემასა და ისო 27001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page