top of page
People Walking

კორპორაციული პასუხისმგებლობა

"ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესის მოვალეობაა იზრუნოს იმ გარემოზე, სადაც ოპერირებს, უზრუნველყოს თითოული თანამშრომელი ღირსეული სამუშაო პირობებით და იზრუნოს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე"

ირინა მოგანი, დირექტორი

IMG_9747.jpg

ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილეა

Endorser-Logo_solid_blue_RGB.png

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არ არის ბიზნესის დამატებითი საქმიანობა, არამედ ის მისი განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

ამ ნაბიჯით ჩვენ განვაგრძობთ მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაციას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას შევასრულოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი, რომელთა შორისაა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

მდგრადი განვითარების მიზნები

E_SDG_logo_UN_emblem_square_trans_WEB-1024x879.png

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ განისაზღვრა 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც უნდა შესრულდეს 2030 წლისთვის და უზრუნველყოს მსოფლიოს მდგრადი განვითარება. აღნიშნულ გეგმას შეუერთდა მსოფლიოს 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდი ძალიან ამაყია, რადგან ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

bottom of page