ISO Consulting Blog

fullDate

შპს "მემობერიმ" წარმატებით გაიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P. v.5.4-1 მოთხოვნების შესაბამისად

post.update-date

2022 წლის 31 მაისს შპს „მემობერიმ" კომოანია "ISO Consulting" -ის დახმარებით წარმატებით გიარა სერტიფიცირება GlobalG.A.P. v.5.4-1 მოთხოვნების შესაბამისად. კომპანია უკვე მეორე წელია ინარჩუნებს GlobalG.A.P სერტიფიკატს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და იცავს სურსათის ჰიგიენის პრინციპებს, რისი დასტურიცაა ამა წლის 19 ივნისს ჩატარებული ტრენინგები შრომის უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, სურსათის ჰიგიენის პრინციპებისა და პერსონალის ქცევის წესების შესახებ.

რაც შეეხება GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს, სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.

GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

"ჰიგიენის წესების" ტრენინგის დახმარებით კი თქვენ შეისწავლით:

  • სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორებს

  • საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლებს

  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპს“

  • საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს

  • სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესებს

  • სურსათის უვნებლობის წინასწარ პროგრამებს (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის)

  • სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი​ წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს

  • როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია.

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.

დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.


ISO Consulting - Professionals for Professionals

    37
    0