Ce Marking
CE Marking
გამოიყენეთ შანსი განათავსოთ თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტი "ევროპის ეკონომიკურ ზონაში" (EEA)
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ
მიმოხილვა
CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და მრავალი სხვა პროდუქციის განსათავსებლად, რათა დაცული იქნას მომხმარებლის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემო პირობები.
CE ნიშანდებას ახორციელებს მხოლოდ ევროკომისიის მიერ ნოტიფიცირებული ორგანოები.
როგორ მივიღო CE ნიშანი?
თქვენს პროდუქციაზე CE ნიშნის დასატანად აუცილებელია აღნიშნული პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს.
CE ნიშანის მისაღებად საჭიროა შემდეგი ევსი სავალდებულო ეტაპის გავლა:
ეტაპი 1: იმ დირექტივის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს თქვენი პროდუქციის შესაბამისობა;
ეტაპი 2: დირექტივის გამოსაყენებლად მოთხოვნების განსაზღვრა (განისაზღვრება ჰარმონიზებული სტანდარტი ან მათი ერთობლიობა);
ეტაპი 3: შესაბამისობის დადასტურების სქემის განსაზღვრა;
ეტაპი 4: ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა;
ეტაპი 5: პროდუქციის შესაბამისობის შეფასება/ სასერტიფიკაციო აუდიტი;
ეტაპი 6: დეკლარაციის შედგენა პროდუქციაზე და CE ნიშნის განთავსება.
ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენს პროდუქციაზე უნიკალური CE ნიშნის დატანაში.
ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები
Lloyd's-ის შედეგიანი და მოქნილი ტრენინგების პროგრამის მეშვეობით, ასობით ადამიანი ეცნობა მოთხოვნებს და იყენებს მათ პრაქტიკაში.
კონსულტაცია და დახმარება
ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ