top of page
CE Marking
CE ნიშანდება

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ინდუსტრიული პროდუქტის ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) შესატანად.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ
რატომ არის მნიშვნელოვანი CE ნიშანდება?

CE ნიშანდება სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) სხვადასხვა საქონლის,მათ შორის სამედიცინო მოწყობილობების, ელექტრო ტექნიკის, სათამაშოების და მრავალი სხვა პროდუქციის განსათავსებლად. 

 

CE ნიშნის მიღებით თქვენ შეგეძლებათ დაადასტუროთ, რომ აწარმოებთ ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქტს, რომელიც სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის რეგულაციებთან და შეგეძლებათ გაიტანოთ ექსპორტზე ევროკავშირის 800 მილიონიან ბაზარზე.

როგორ მივიღო CE ნიშანი?

თქვენს პროდუქციაზე CE ნიშნის დასატანად აუცილებელია აღნიშნული პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს.

​​

​​CE ნიშანის მისაღებად საჭიროა შემდეგი ევსი სავალდებულო ეტაპის გავლა:

​ეტაპი 1: იმ დირექტივის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს თქვენი პროდუქციის შესაბამისობა;

​ეტაპი 2: დირექტივის გამოსაყენებლად მოთხოვნების განსაზღვრა (განისაზღვრება ჰარმონიზებული სტანდარტი ან მათი ერთობლიობა);

​ეტაპი 3: შესაბამისობის დადასტურების სქემის განსაზღვრა;​

ეტაპი 4: ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა; 

ეტაპი 5: პროდუქციის შესაბამისობის შეფასება/ სასერტიფიკაციო აუდიტი;

​ეტაპი 6: დეკლარაციის შედგენა პროდუქციაზე და CE ნიშნის განთავსება.

​​

ჩვენი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენს პროდუქციაზე უნიკალური CE ნიშნის დატანაში.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ...

CE ნიშნის მისაღებად, ცალკეულ ეტაპზე, ჩვენ გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, დაგეხმარებით საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებაში და სასერთიფიკაციო აუდიტის დროს დავიცავთ თქვენს ინტერესებს ჩვენს პარტნიორ ნოტიფიცირებულ ორგანოებთან.

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ...

CE ნიშნის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე.

bottom of page