9 მარტი 2022
|110.00 ლარი
სურსათის ჰიგიენის პრინციპები
ვირტუალური ტრენინგი
თარიღი და ფასი:
9 მარტი 2022
110.00 ლარი
About the event
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 9 მარტი, 2022 წელი.
ტრენინგის დაწყება: 10:00 სთ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 საათი.
ISO Consulting გიწვევთ ვირტუალურ ტრენინგზე - "სურსათის ჰიგიენის წესები".
ტრენინგის მიზანია გაეცნოთ სურსათის ჰიგიენის საკანონმდებლო მოთხოვნებს და წესებს, რომლებიც სავალდებულოა გამოსაყენებლად სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის.
რატომ ეს კურსი?
ტრენინგი შედგენილია "ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის" გამოყენებით ბრიტანული კომპანია Lloyd's-ს ავტორიზებული ტრენერების მიერ.
ტრენინგის დროს გამოყენებულია პრაქტიკული სავარჯიშოები, ვიდეოები და თეორიული მასალა, რაც ამარტვიებს მონაწილეების მიერ ტრენინგის მასალის აღქმას, ამავდროულად ტრენინგს ქმნის სახალისოს და საინტერესოს.
თქვენ შეისწავლით:
- სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორებს
- საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული დაავადებების ძირითად მახასიათებლებს
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპს“
- საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს
- სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესებს
- სურსათის უვნებლობის წინასწარ პროგრამებს (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის)
- სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს
- როგორ აწარმოოთ ჰიგიენის კარგი პრაქტიკის (GHP) სათანადო დოკუმენტაცია.
ტრენინგის დასასრულს თქვენ მიიღებთ :
- ცოდნას, რომელსაც გამოიყენებთ თქვენს ორგანზიაციაში ჰიგიენის კარგი პრაქტიკის (GHP) დასანერგად;
- დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა თქვენს ორგანიზაციაში განხორციელებული ჰიგიენის კარგი პრაქტიკის (GHP) დოკუმენტურად გასაფორმებლად;
- "სურსათის ჰიგიენის სახელმძღვანელოს", რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტრენინგის დასრულების შემდეგ, სამუშაოების შედეგიანად განსახორციელებლად.
აუცილებელი წინაპირობა ტრენინგში მონაწილეობისთვის
ვირტუალური ტრენინგი ტარდება ონლაინ, ტრენერისა და ტრენინგის მონაწილეების აქტიური ჩართულობით.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებათ თქვენ დაგჭირდებათ:
- კომპიუტერი, ჩართული კვების და ინტერნეტის უწყვეტ ქსელში,
- მიკროფონი და ვიდეოთვალი,
- სამუშაო მაგიდა, საწერკალამი და A4 ფორმატის რამდენიმე ფურცელი, სავარჯიშოების შესასრულებლად
- ZOOM-ის პროგრამული მხარდაჭერა
- ოფისის პროგრამული მხარდაჭერა Word and Excel.
რეგისტრაცია და გადახდის პირობები
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2022 წ.
ტრენინგის ღირებულება: 110 ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
გადახდის პირობები: გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ტრენინგის დაწყებამდე, ინვოისის საფუძველზე.
ტრენინგის ღირებულება მოიცავს:
- სწავლებას
- სასწავლო მასალებს
- სერტიფიკატს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.