top of page
GFSI სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა

GFSI

სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა

მრეწველების მიერ მართული ერთიანი გლობალური პლატფორმა სურსათის უვნებლობის მისაღწევად

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

მომხმარებლამდე უვნებელი სურსათის მიწოდების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივა (GFSI). იგი კოორდინირებულია სურსათის ბიზნეს ფორუმის მიერ და ფუნქციონირებს 2000 წლის აპრილიდან. GFSI აღიარებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სპეციფიკურ სტანდარტებს და თანხმდება სერტიფიკაციის შესაბამის სქემებს.

თავდაპირველად GFSI-ის გაერთიანების ქვეშ მყოფმა შვიდმა უმსხვილესმა საცალო მოვაჭრემ, Walmart-ის და Tesco-ს ჩათვლით, მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას GFSI-ის მიერ აღიარებული 4 სხვადასხვა სქემის თავსებადობის შესახებ: BRC, IFS, Dutch HACCP და SQF. დღეს GFSI უკვე აღიარებს სერტიფიკაციის სხვა სქემებს. (იხილეთ GFSI-ის მიერ აღიარებული სქემები).


2006 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა GFSI-ის ტექნიკური კომიტეტი, რომელიც შედგება საცალო მოვაჭრეების, მწარმოებლების, სტანდარტის შემმუშავებლების, სასერტიფიკაციო ორგანოების, აკრედიტაციის ორგანოების, სამრეწველო ასოციაციებისა და სხვა ტექნიკური ექსპერტების მიერ. GFSI-ის საბჭოსთვის ტექნიკური კომიტეტი უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას და რჩევებს და ცვლის GFSI-ის ადრინდელ მიდგომებს.

კომპანიები, რომლებიც აღიარებენ GFSI-ის სქემებს
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ორგანიზაციის ლოგო, რომლებიც მოითხოვენ GFSI-ის სქემებს თავიანთი სურსათის მიწოდების ჯაჭვში. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალი ყოველწლიურად ცვალებადი და მზარდია. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ GFSI-ის ოფიციალური გვერდი
GFSI-ის საბაზისო და შუალედური დონეები

გარდა აღიარებული სტანდარტებისა და სერტიფიკაციის სქემებისა, GFSI ადგენს სურსათის უვნებლობის შესაბამისობის საბაზისო და შუალედურ დონეებს, რომლებიც მნიშვნელოვანი სარგებელია მცირე ბიზნესისთვის.

აღნიშნული მიდგომა შემუშავდა GFSI-ის მიერ, რათა ისეთ მიმწოდებლებს, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ჰქონოდათ ბაზარზე თავისუფალი დაშვების საშუალება. ამავდროულად, ისინი შეძლებენ მაღალი დონის სტანდარტების და სერტიფიკაციის სქემების მოთხოვნებთან დაახლოების პროგრესის დემონსტრირებას.

ასეთ ბიზნესებს შეუძლიათ გამოიყენონ საბაზისო ან შუალედური დონის მოთხოვნები, მათი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის არსებული პროგრესის შესაბამისად და ეტაპობრივად გააუმჯობესონ იგი.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ GFSI-ის მიერ აღიარებული სქემების შესაბამისი ტრენინგები, აგრეთვე GFSI-ის საბაზისო მოთხოვნების გათვითცნობიერების და ინტერპრეტაციის სპეციალური კურსი, რომლებსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის ტრენერები.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ რა სჭირდება თქვენს ორგანიზაციას, რათა მიაღწიოს GFSI-ის საბაზისო ან შუალედურ დონეს.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

bottom of page