"HACCP ქოუჩის პროგრამა" HoReCa სექტორისთვის

პროგრამის შინაარსი

პროგრამის მიზანი:

პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით.

პროგრამის თავისებურებები და შესრულების მეთოდიკა:

"HACCP ქოუჩის პროგრამა" არის სწავლებისა და კონსულტაციების ერობლიობა, სპეციალურად HoReCa სექტორისთვის.
პროგრამა დაყოფილია 8 მოდულად. 

თითოეულ მოდულზე განიხილება HACCP სისტემის შესაბამისი საკითხები და სრულდება სავარჯიშოები.
პროგრამის ცალკეული მოდულის ბოლოს დელეგატებს ეძლევათ დავალება, რომელიც უნდა მოამზადონ პროგრამის მომდევნო მოდულის დაწყებამდე. აღნიშნული დავალება მოიცავს:

  • წინასწარ მომზადებულ შაბლონურ ინსტრუქციებს, ფორმებს და ჩეკლისტებს იმ თემების შესახებ, რომლებსაც მოიცავს ეს მოდული.

  • საქმიანობების დანერგვას ორგანიზაციაში (საკონტროლო წერტილების განსაზღვრა და კონტროლის ჩამოყალიბება, სურსათის უვნებლობის არსებული პრაქტიკის მოდიფიკაცია ან ცვლილება); ან „სამოქმედო გეგმის” შედგენა, რომელსაც მოიცავს თითოული მოდული.


ყველა დავალება უნდა გაეგზავნოს კონსულტანტს შემდეგი მოდულის დაწყებამდე; ტრენერი შეაფასებს თითოულ დავალებას. კონკულტაციისთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრა, რომელშიც განიხილება და შესწორდება წარმოდგენილი დავალებები.

პროგრამის შინაარსი:

საწავლო პროგრამის მოდულები შედგება შემდეგი საკითხებისგან:

  1. უვნებელი სურსათის მომზადების გეგმა – „დიდი სურათი“.

  2. HACCP პრიციპების გაცნობა

  3. ნედლეულის და მასალების შეძენა, შეგროვება, მიღება, შენახვა

  4. მომზადება და დამუშავება

  5. ცივად მიწოდება/განთავსება

  6. გალღობა

  7. კერძის მომზადება

  8. გაგრილება/გაყინვა

  9. ხელახლა გაცხელება

  10. ცხლად შენახვა/განთავსება

  11. ტრანსპორტირება და მიწოდება

  12. დამატებითი ეტაპები (ფიზიკური და ქიმიური დაბინძურება; ალერგენები და მათი კონტროლი; აკრილამიდი; დასუფთავება და დეზინფექცია; მავნებლების კონტროლი; ნარჩენების კონტროლი; გამზომი ხელსაწყოების ვერიფიკაცია და დაკალიბრება; პერსონალის ჰიგიენა; პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ჰიგიენის წესები, პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა).

  13. მენეჯმენტი – როლებისა და პასუხისმგებლობის განაწილება სამზარეულოში.



ცალკეულ მოდულს თან ახლავს სპეციფიკური სავარჯიშო, რომელიც მოიცავს:

  • სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას ამ მოდულის პრაქტიკული რეალიზებისთვის;

  • წინასწარ მომზადებულ ფორმებს ჩანაწერებისთვის;

  • დანერგვის მონიტორინგისთვის ჩეკლისტებს;

  • საუკეთესო პრაქტიკების ჩვენებას ფოტო და ვიდეო მასალების გამოყენებით.

კურსის ფორმატი:

ვირტუალური სწავლება და ქოუჩინგი.

სახელმძღვანელოები, ფორმები, ინსტრუქციების და პროგრამის შაბლონები, სხვა დამატებითი მასალები ატვირთულია პორტალზე, საიდანაც შესაძლებელია მათი გადმოწერა.

კურსის ხანგძლივობა:

60 კალენდარული დღე.

კვირაში 2 დღე, ორშაბათი-ხუთშაბათი, ან სამშაბათი-პარასკევი.

4 საათი დღეში,  სულ 9 დღე.

დელეგატების რაოდენობა  ჯგუფში

არაუმეტს 10 მონაწილე თითოეულ ჯგუფში.

პროგრამაში რეკომენდებულია ობიექტის მენეჯერის და უფროსი მზარეულის მონაწილეობა.

პროგრამის შედეგების გაზომვა:

პროგრამის დასრულების შემდეგ თითოულ მონაწილე მზად იქნება, გამოიყენოს HACCP გეგმა და სახელმძღვანელო სამზარეულოში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  1. HACCP სისტემის დასანერგად საჭირო ღონისძიებების კვების ობიექტზე პრაქტიკული განხორციელება უნდა მოხდეს პროგრამის მონაწილეების მიერ.

  2. დელეგატებს შეეძლებათ პროგრამის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში კითხვებით მიმართონ მენტორს და მიიღონ ამომწურავი პასუხი, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შერჩევის კრიტერიუმები პროგრამაში მონაწილეობისათვის

HoReCa სექტორის წარმომადგენელი თითოეული ბიზნესოპერატორი შეფასდება მათ საწარმოში HACCP სისტემის დანერგვისთვის მზაობაზე.
შეფასება განხორციელდება სპეციფიკური კითხვრით, რომელიც უნდა შეავსოს პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა თითოეულმა ბიზნეს ოპერატორმა.


თითოეულ ბიზნეს ოპერატორთან შედგება დამატებითი ზარი, რომ გადამოწმდეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ შეიძლება საჭიროებდეს დაზუსტებას.
 

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამის დაწყებამდე ობიექტზე ვიზიტი.

წინასწარი კვალიფიკაცია და მოთხოვნები

  1. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზოგადოებრივი კვების ობიექტზე ევალება სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა. ეს შეიძლება იყოს: ობიექტის მენეჯერი; სტიუარდი; მზარეული ან უფროსი მზარეული;ხარისხის ან სურსათის უვნებლობის მენეჯერი და სხვა. 

  2. აუცილებელია, რომ პროგრამის მონაწილემ: 

  • იცოდეს სამზარეულოს პროცესები

  • დასაქმებული იყოს საზოგადოებრივი კვების ობიექტში

  • იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (e-mail, internet)

  • იცოდეს MS Word-ის პროგრამის გამოყენება.

პროგრამის ყველა მონაწილე ვალდებულია შეასრულოს მიცემული დავალება!

აღჭურვილობა და რესურსები

პროგრამის ყველა მონაწილეს დასჭირდება:

  • კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიით და ინტერნეტით

  • კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი

  • ქაღალდი და ფერადი ფანქრები

  • წინასწარ მომზადებული ფორმების ამობეჭდვის შესაძლებლობა.

პროგრამის წამყვანები

პროგრამის ავტორი - ივანე დიდბერიძე.​

ტრენერი - ქეთევან წულაია.

კონსულტანტები - ნინო მაისურაძე, კესო მატკავა. 

პროგრამის მონაწილეების კომენტარები . . .

ასეთი ორგანიზებული , მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული, ინფორმაციული, მრავლისმომცველი ტრეინინგი ძალიან იშვიათია . წარმატებას ვუსურვებ გუნდს. 

horeca HACCP 1.gif

სრულყოფილად მივიღეთ ინფორმაცია კვების ობიექტის სამართავად საჭირო და სავალდებულო დოკუმენტაციის შედგენის და წარმოების შესახებ, რომელიც ინსპექტირებისთვის მზადყოფნის გარდა, საშუალებას გვაძლევს სრულად ვაკონტროლოთ ობიექტზე მიმდინარე ყველა პროცესი.

horeca HACCP 4.gif

პროგრამა ძალიან    ორგანიზებული და ინფორმაციული იყო. დეტალურად აღწერდით ეტაპებს , რომელზეც გასამახვილებელია ყურადღება, დაწყებული პროდუქციის მიღებიდან  დამთავრებული მომხმარებელზე საბოლოო პროდუქტის მიწოდებით. სრული ციკლი, სადაც უნდა გამოვრიცხოთ ყველა საფრთხე და სწორად განვსაზღვროთ, შევაფსოთ რისკები

horeca HACCP 3.gif

ტრეინინგის ყველა საკითხი იყო საინტერესო და საჭირო  იმდენად, რამდენადაც ამ საკითხების ერთობლიობა ქმნის HACCP  პროგრამას და მათი ცალ-ცალკე განხილვა არასწორად  მიმაჩნია.

NEW Logo ISO-jpg 7.png

...პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.