თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:
-
გსურთ გახდეთ HACCP სისტემის შიდა აუდიტორი და ჩაატაროთ HACCP სისტემის აუდიტები;
-
თქვენი ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პერიოდულად ატარებთ მეორე მხარის (მაგალითად: მომწოდებლის) აუდიტს.
თქვენ შეისწავლით:
-
რა დანიშნულება აქვს აუდიტს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში
-
HACCP შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს
-
როგორ მოემზადოთ აუდიტისთვის
-
პროცესებზე დაფუძნებული HACCP აუდიტის ჩეკლისტის მნიშვნელობას
-
როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის შეფასების საშუალებით
-
შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა
-
თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა ისო 22000 სტანდარტთან მიმართებით
-
რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში
-
როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია.
თქვენ დაგჭირდებათ:
-
მიღებული გქონდეთ LRQA-ის ტრენინგ კურსი "HACCP - პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება" ან მისი ექვივალენტი).
-
სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
-
სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის, GMP/GHP პრაქტიკის და HACCP პრინციპების ცოდნა.
კურსის შემდგომი განვითარება
-
ISO 22000 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება
-
ISO 22000 შიდა აუდიტორი
-
FSMS Auditor/Lead auditor
სამუშაო ენა
-
ქართული
რეგისტრაცია
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამას
სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის
ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.