top of page
Easter Food

უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო

USAID-ის სოფლის მეურნეობისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელშეწყობითა და "ISO Consulting"-ის ჩართულობით შეიქმნა და გამოიცა უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო, რომელიც ჰორეკა სექტორში ჩართულ ორგანიზაციებს დაეხმარება თანამედროვე სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაში.

სახელმძღვანელოს გადმოსაწერად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა

უვნებელი სურსათის წარმოების სახელმძღვანელო“ შემუშავებულია სპეციალურად HoReCa სექტორისთვის, თუმცა, მისი გამოყენება შეუძლიათ საზოგადოებრივი კვების სექტორში ჩართულ სხვა ბიზნესოპერატორებსაც, რომლებიც საკუთარ ორგანიზაციებში ეწევიან კვებით უზრუნველყოფას თუნდაც შიდა პერსონალისთვის (მაგ.: საავადმყოფოები, ფაბრიკა-ქარხნები და სხვა). შესაბამისად, ნედლეულის მოწოდების, შენახვის, პირველადი დამუშავების, მომზადების, ცივად და ცხლად შენახვის/სერვირების ეტაპებზე არსებობს ჯვარედინი დაბინძურების მაღალი რისკი. სურსათისმიერ დაავადებებთან დაკავშირებული შემთხვევების უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის ობიექტებზე დამზადებული სურსათის მოხმარებას უკავშირდება.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო პროდუქტების უვნებლობა, აუცილებელია დაინერგოს უვნებელი სურსათის მომწადების შედეგიანი პრაქტიკები. სურსათის უვნებლობის საფრთხეების კონტროლისთვის გამოყენებული უნდა იყოს წინასწარი პროგრამები, როგორებიცაა:

• დალაგება-დასუფთავება,
მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურება,
ნარჩენების კონტროლი,
მავნებლების კონტროლი,
მომწოდებლების კონტროლი,
პერსონალის ჰიგიენა
და სხვა.

ხოლო სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებიც წინასწარი პროგრამებით ვერ იმართება, უნდა გაკონტროლდეს HACCP სისტემის გამოყენებით.


უვნებელი სურსათის წარმოების სახელმძღვანელო“ შედგენილია სწორედ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენს საწარმოო ობიექტზე წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკების დანერგვასა და შენარჩუნებაში.


წინამდებარე სახელმძღვანელო დაგეხმარებათ:

დააკმაყოფილოთ საკანონმდებლო მოთხოვნები
უზრუნველყოთ წარმოებული სურსათის უვნებლობა
უზრუნველყოთ პერსონალის სწავლება
შეინარჩუნოთ თქვენი ბიზნესის იმიჯი და სანდოობა
გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი

სახელმძღვანელოს გადახედვა

ღილაკზე დაჭერისას, ჯერ მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა, შემდეგ კი შეგეძლებათ გადმოწერა.

დაგვიმეგომბრდით სოციალურ ქსელებში

  • Facebook Social Icon
  • LinkedIn Social Icon
  • Instagram
  • YouTube
bottom of page