თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:
-
გსურთ გახდეთ გარემოს მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი
-
მოგეთხოვებათ გამოიმუშაოთ "გარემოს მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის" უნარ-ჩვევები
თქვენ შეისწავლით:
-
გარემოს მენეჯმენტის სისტემის დანერგვით მიღებულ ბიზნესის სარგებელს და ISO 14001:2015 სტანდარტის საფუძვლებს
-
ISO 14001:2015 სტანდარტის დანიშნულებას, არსს და ძირითად მოთხოვნებს
-
რა წვლილი შეაქვს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტს თქვენი მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობაში
-
გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს
-
როგორ დაგეგმოთ აუდიტი შედეგიანი ჩეკლისტის გამოყენებით
-
როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის მეშვეობით
-
შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა
-
გარკვევით გადმოცეთ დაკვირვების შედეგების ანგარიში
-
რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში
-
როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია.
თქვენ დაგჭირდებათ:
-
PDCA ციკლის და მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ელემენტების შესაბამისი ცოდნა
-
გარემოს დაცვის კონცეფციის და პრინციპების ცოდნა
-
ISO 14001:2015 სტანდარტის მოთხოვნების, აგრეთვე გამოყენებული ტერმინების და განმარტებების ცოდნა
-
საუკეთესო შემთხვევაში, გავლილი გქონდეთ Lloyd's-ის სატრენინგო კურსი "ისო 14001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" ან მისი ეკვივალენტი.
სამუშაო ენა
-
ქართული
რეგისტრაცია
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამას
სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის
ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.