ISO 50001:2011 ენერგო მენეჯმენტის სისტემები

ISO 50001:2011

ენერგო მენეჯმენტის სისტემები

ენერგო-მენეჯმენტის სისტემის გამოყენებით შესაძლებელია დაზოგოთ ენერგიის მოხმარების დაახლოებით 60 %-მდე

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

ისო 50001 არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტი და აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). იგი ეფუძნება მრავალ ეროვნულ და რეგიონულ სტანდარტს, მაგალითად ევრონორმა EN 16001.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეკონომიკურ სექტორებში ისო 50001 სტანდარტის მიზნობრივად ფართო გამოყენებამ, როგორც გლობალური ენერგო მენეჯმენტის სისტემის მოდელისა, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 60 %-ზე.

ისო 50001 სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო ეფექტურობის და გამომუშავებული სათბურის გაზების ანგარიშების წარდგენის, აგრეთვე ახალი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ.

ISO 50001 სტანდარტის უპირატესობები
  • ​გაზრდილი ენერგო-ეფექტურობა.

  • შემცირებული თვითღირებულება.

  • გაუმჯობესებული გარემო პირობები.

  • შემცირებული რისკები.

  • გაზრდილი ენერგო უსაფრთხოება.

ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 50001 ?
  • ისო 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

 

ისო 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

საბაზისო შეფასება გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ენერგო ეფექტურობის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ისო 50001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის.

საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური შესაძლებლობები და თანამედროვე მიდგომები არსებობს ენერგო ეფექტურობის მისაღწევად.

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა.

გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

NEW Logo ISO-jpg 7.png

...პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.