top of page
Construction Site
შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება
შეიმუშავეთ OH&S სისტემა მანამ, სანამ ინციდენტები გამოავლენს პრობლემებს.

დაიცავით თქვენი ბიზნესი მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვით.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

რატომ არის OH&S მნიშვნელოვანი ?

ადამიანები შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტს სამუშაო გარემოში ატარებენ. მიუხედავად, ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებისა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, მაინც დიდია სამუშაოსთან დაკავშირებული დაშავებების, ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. "შრომის საერთაშორისო ორგანიციის" (ILO) მონაცემებით, ამჟამად, წლიურად ფიქსირდება 370 მილიონზე მეტი ინციდენტი და ავადმყოფობა, ხოლო 2 მილიონზე ფატალური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევით ან სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადებებით.

OH&S სისტემის სარგებელი

შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა წარმოადგენს მულტიდიციპლინარულ სფეროს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე მუშაკთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებთან. ის მიმართულია პრევენციასა და ადრეულ ინტერვენციაზე. გარდა ამისა, შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვით თქვენ უზრუნველყოფთ არა მხოლოდ მხოლოდ  მუშაკთა, არამედ მათ ოჯახის წევრების კეთილდღეობას. ამავდროულად, თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მწარმოებლურობა და შეამციროთ სამუშაოს მოცდენები, ჩამოაყალიბოთ კორპორატიული კულტურა, აიმაღლოთ იმიჯი და რეპუტაცია დაინტერესებულ მხარეებთან მიმართებით, როგორებიცაა მომხმარებლები, საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები.

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ...

ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი საქმიანობის უწყვეტობა, საიმედოობა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ასპექტების შედეგიანობა. ჩვენ გეხმარებით მაქსიმალურად გამოიყენოთ მწარმოებლურობა, შეამციროთ დანახარჯები, აღმოფხვრათ რისკები და მოახდინოთ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, სტანდარტებთან და კოდექსებთან შესაბამისობის დემონსტრირება, რომელთა უმრავლესობის შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ ჩვენი ექსპერტები. 

სერვისები

შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონთან შესაბამისობის დადგენა

საონსულტაციო მომსახურება

ISO 45001:2018 სერტიფიკაცია

bottom of page