lean-six sigma
Lean-Six Sigma

ძირითადი ინგრედიენტი ბიზნესში მაღალი შედეგების და მდგრადი კონკურენტული უპირატესობების მისაღწევად

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

Lean Six Sigma არის ფართოდ აღიარებული პრინციპული მიდგომა პროცესების შედეგების გასაუმჯობესებლად და მომხმარებლისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის დამატებითი ფასეულობის შესაქმნელად. იგი წარმოადგენს 2 მძლავრი მეთოდის - Lean და Six Sigma - კომბინაციას, რომლებიც გამოიყენება როგორც წარმოების, აგრეთვე მომსახურების სექტორში.

Lean ცნობილია თავისი მეთოდური მიდგომით, რომელიც უსარგებლო ხარჯების აღმოფხვრის საშუალებით ამარტივებს წარმოების და მომსახურების პროცესებს, ამასთანავე, ინარჩუნებს კლიენტებისთვის ფასეულობის მიწოდებას.

Six Sigma წარმოადგენს პრობლემების შედეგიანად გადაწყვეტის ერთ-ერთ მეთოდს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ Six Sigma-ს გამოყენებით, მცირდება წარმოებული პროდუქტის და მიწოდებული მომსახურების დეფექტების რაოდენობა. შედეგად იზრდება შემოსავალი და მომხმარებლის კმაყოფილება.

Lean და Six Sigma ავსებენ ერთმანეთს. ამ ორი მეთოდის კომბინაცია მოგცემთ ინსტრუმენტების კომპლექსს იმისათვის, რომ გაიზარდოს ორგანიზაციის შიგნით არსებული ნებისმიერი პროცესის სიჩქარე და შედეგიანობა - რაც იწვევს გაზრდილ შემოსავალს, შემცირებულ ხარჯებს და გაუმჯობესებულ კოლაბორაციას.

Lean Six Sigma მიდგომის უპირატესობები
  • ზრდის თქვენი ორგანიზაციის შემოსავალს - პროცესების გამარტივების საშუალებით. Lean Six Sigma საშუალებას აძლევს თქვენს ორგანიზაციას განახორციელოს კონცეფცია "შექმენით მეტი ნაკლების გამოყენებით" - გაყიდოს, აწარმოოს და მიაწოდოს მეტი პროდუქტი და მომსახურება, ნაკლები რესურსების გამოყენებით.

​​

  • ამცირებს ხარჯებს - პროცესებიდან დანაკარგების არიდებისა და პროცესების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზით.

​​

  • ზრდის შედეგიანობასა და ეფექტურობას - Lean Six Sigma საშუალებას გაძლევთ შექმნათ შედეგიანი პროცესები, რათა თქვენმა ორგანიზაციამ მიაწოდოს უფრო მეტი პროდუქტი და მომსახურება და ჰყავდეს მეტად კმაყოფილი მომხმარებელი ვიდრე ოდესმე.

​​

  • ეხმარება ადამიანებს განვითარებაში - Lean Six Sigma გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თანამშრომლები გაუმჯობესების პროცესებში. იგი აძლიერებს ნდობას, რადგან გამჭვირვალობა ორგანიზაციის ნებისმიერ დონეზე, ხელს უწყობს იმის გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციის წარმატებისთვის. Lean Six Sigma ავითარებს ანგარიშვალდებულების შეგრძნებას თქვენი თანამშრომლებისთვის, რაც ზრდის მათ შედეგიანობას გაუმჯობესების ნებისმიერ პროექტში, რომლებშიც ისინი არიან ჩართულნი.

ვის შეუძლია გამოიყენოს Lean Six Sigma ?
  • ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელმაც უკვე დანერგა მენეჯმენტის სისტემის საფუძვლები ისო 9001, ისო 22000, ისო 14001 ან მენეჯმენტის სისტემის ნებისმიერი სხვა სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და სურს გააუმჯობესოს ბიზნესი, შუძლია გამოიყენოს Lean Six Sigma მიდგომა.​

  • Lean Six Sigma გამოიყენება განურჩევლად მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესისთვის. რეალურად, ის წარმატება, რომელსაც აღწევენ დიდი ბიზნესები, შესაძლებელია მიღწეულ იქნას მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ, რადგან თანამშრომლების სიმცირის, ნაკლები რესურსების საჭიროების და ბიუროკრატიის დაბალი დონის გამო, მცირე ორგანიზაციებს შეუძლიათ უფრო მოქნილი მოძრაობა და წინსვლა.​

  • იგი თანაბრად გამოიყენება როგორს მწარმოებლების, აგრეთვე სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, რადგან Lean Six Sigma ფოკუსირებას ახდენს პროცესების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენი "ბიზნესის გაუმჯობესების" ტრენინგებით თქვენ შეძლებთ მიიღოთ საბაზისო ცოდნა და გაეცნცოთ იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება Lean Six Sigma მიდგომებში.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ რა სჭირდება თქვენს ორგანიზაციას იმისათვის, რომ მოახდინოთ Lean Six Sigma მიდგომების ადაპტირება. შედეგად მიიღებთ მკაფიო სამოქმედო გეგმას.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

NEW Logo ISO-jpg 7.png

...პროფესიონალები პროფესიონალებისთვის.