top of page

Lloyd's Register (UK)

Food Safety

ტრენინგი - "FSSC 22000:2019 v.5 წამყვანი აუდიტორი, დაფუძნებული ISO 22000:2018 სტანდარტზე" (CQI | IRCA)

თბილისი, 24-28 თებერვალი 2020.

პირველად საქართველოში - ბრიტანული მაღალი კლასის ორგანიზაცია "Lloyd's Register" გთავაზობთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის წამყვანი აუდიტორის კურსს - "FSSC 22000:2019 v.5 and ISO 22000:2018 Food Safety Management Systems Auditor/Lead Auditor" (CQI | IRCA).

 

რეგისტრაცია სრულდება:   17 იანვარი 2020.

ტრენინგის ენა:   ინგლისური.

კურსის ხანგრძლივობა:   40 საათი (5 დღე).

ჩატარების ადგილი: - თბილისი, სასტუმრო Courtyard by Marriott.

სერტიფიკატი

კურსის დასასრულს თქვენ მიიღებთ ერთდროულად 2 კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს:

  1. ISO 22000:2018 წამყვანი აუდიტორი;

  2. FSSC 22000:2019 v.5 წამყვანი აუდიტორი.

მონაწილე, რომელიც წარმატებით დაასრულებს ტრენინგს, ასევე წარმატებით ჩააბარებს საბოლოო გამოცდასა და კურსის უწყვეტი შეფასების ნაწილს მიენიჭება CQI & IRCA + FSSC recognized Certificate.

მონაწილეზე, რომელიც დაესწრება კურსის სრულ ნაწილს, მაგრამ ვერ ჩააბარებს საბოლოო გამოცდას, გაიცემა მხოლოდ დასწრების სერტიფიკატი.

კურსის შესახებ

კურსის მიზანია მონაწილეებს შესძინოს ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა ISO 22000:2018, ISO 22002-1, FSSC 22000 v.5 მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის 1-ლი, მე-2 და მე-3 მხარის აუდიტების ჩასატარებლად, რაც გათვალისწინებულია ISO 19011, ISO 22003 და ISO 17021 საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებით. კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან როგორ ჩაატარონ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი და როგორ უხელმძღვანელონ აუდიტის პროცესს და აუდიტის გუნდს, როგორც თავიანთ ორგანიზაციაში, ასევე სხვა ორგანიზაციაში (მაგალითად მომწოდებლების აუდიტი).

რას შეისწავლით?

​კურსის დასასრულს თქვენ შეძლებთ:

  • აღწეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის, სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების, მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და მესამე მხარის სერტიფიკაციის დანიშნულება;

  • ახსნათ აუდიტორის როლი ISO 19011 სტანდარტის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტის დაგეგმვის, ჩატარების, ანგარიშის მომზადების და თანმდევი ღონისძიებების გასატარებლად;

  • ISO 19011 სტანდარტის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის აუდიტის დაგეგმვას, ჩატარებას, ანგარიშის მომზადებას და თანმდევი ღონისძიებების გატარებას, რათა დაადგინოთ შესაბამისობა ISO 22000, ISO 22002-1 და FSSC 22000 სქემის დამატებით მოთხოვნებთან. 

წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები

სავალდებულო მოთხოვნა:

  • თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ სურსათის გადამამუშავებელი საწარმოს თანაშრომელი.

რეკომენდაციები ცოდნასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით

კურსზე დასწრებამდე რეკომენდირებულია თქვენ გქონდეთ ISO 22000 სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკა ან გამოცდილება.

კურსის წარმატებით დასრულებისთვის, ჩვენ გირჩევთ გქონდეთ შემდეგი ცოდნა ან გამოცდილება:

  • სასურსათო სექტორში მენეჯმენტის სისტემის დანერგვის ან გამოყენების პრაქტიკა. ეს მოიცავს ნებისმიერ სტანდარტს, როგორიცაა BRC, IFS, GLOBALGAP, SQF, FSSC, HACCP ან სხვა.

  • სურსათის უვნებლობის ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები;

  • სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები (მათ შორის GMP, GHP, GAP, GDP, GPP, სხვა);

  • HACCP პრინციპები, როგორც ეს მოცემულია Codex Alimentarius-ის CAC/RCP1 სტანდარტით;

  • ISO 22000 და FSSC 22000 მოთხოვნები.

კურსის შინაარსი?

1-ლი დღე

  • კურსის დაწყება. წინასაკურსო მასალის ვერიფიკაცია.

  • FSSC 22000 და FSMS საფუძვლები. 

  • აუდიტის ციკლი, როლები და პასუხისმგებლობები

  • აუდიტორის უნარ-ჩვევები

  • აუდიტის მოსამზადებელი საქმიანობები და სფერო

  • Case study - სურსათის უვნებლობის საფრთხეების და სისტემის დოკუმენტაციის მიმოხილვა (სტრატეგიული დაგეგმვა).  

 

მე-2 დღე 

  • 1-ლი ეტაპის აუდიტი

  • Case study - საფრთხის ანალიზის აუდიტი

  • Case study - ინტერვიუ უმაღლეს ხელმძღვანელობასთან

  • მე-2 ეტაპის აუდიტის დაგეგმვა

  • საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა

  • წინასწარი პროგრამები (PRPs)

 

მე-3 დღე

  • წინასწარი პროგრამები (PRPs). 

  • აუდიტის ანგარიშის მომზადება და შეუსაბამობების იდენტიფიკაცია

  • მაკორექტირებელი ღონისძიებები და თანმდევი ქმედებები.

 

მე-4 დღე

  • FSSC დამატებითი მოთხოვნები. 

  • Case study - TACCP აუდიტი. 

 

მე-5 დღე

  • აუდიტის ჩატარება. 

  • აუდიტორის შემდგომი განვითარება და კურსის მიმოხილვა.

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - არაუმეტეს 10 მონაწილე.

რეგისტრაცია სრულდება: 17 იანვარი, 2020.

ტრენინგის ღირებულება: 1400€ (დღგ-ს ჩათვლით, ლარებში).

სპეციალური ფასდაკლების მიღება შეუძლიათ მხოლოდ "ISO Consulting" და "Lloyd's Register" მომხმარებლებს. 

გადახდის პირობები: 

კურსის მთლიანი ღირებულების 50% გადახდილ უნდა იქნეს 2020 წლის 30 იანვრამდე. დანარჩენი 50% ტრენინგის დაწყებამდე (24 თებერვალი 2020). 

ღირებულება მოიცავს:

  • ტრენინგს;

  • წინასაკურსო მასალას (hard copy);

  • ISO 22000:2018, FSSC 22000, ISO 22002-1 სტანდარტების ასლებს;

  • ტრენინგის მასალის მთლიან ბაინდერს, რომელიც მოიცავს სლაიდებს, ქეისებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ჰენდაუთებს (hard copy);

  • ISO 22000:2018 და FSSC 22000:2019 v.5 საერთაშორისო აუდიტორის სერტიფიკატს, გაცემულს ბრიტანული ორგანიზაცია  "Lloyd's Register" მიერ;

  • 5 დღიან მომსახურებას სასტუმრო Courtyard by Marriott (Coffee break, lunch)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: +995 592 243 639

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge  

მონაწილეობისთვის გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია უფასოა.

LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
LR Logo.jpg
bottom of page