OHSAS 18001
შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება
OHSAS 18001:2007 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად. სტანდარტის გამოყენებით, ორგანიზაციას შეუძლია აკონტროლოს ამ სისტემაში არსებული რისკები და გააუმჯობესოს სისტემის შედეგიანობა. სტანდარტი უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას საფრთხეების იდენტიფიკაციისათვის, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას ან დაყვანილ იქნას დასაშვებ დონემდე.
OHSAS 18001 სტანდარტის უპირატესობები
-
ამცირებთ რისკებს - OHSAS 18001 სტანდარტის გამოყენება ხელს უწყობს ყველაზე ჯანმრთელი სამუშაო პირობების ჩამოყალიბებას და გეხმარებათ შეამციროთ უბედური შემთხვევები, თანამშრომლების დაავადება, ტრავმებისა და ავარიების დროს დროის კარგვა.
-
თანამშრომლების ამაღლებული განწყობა - OHSAS 18001 სტანდარტი დაგეხმარებათ თანამშრომლების უსაფრთხოებისა და მათ მიმართ მზრუნველობის შეგრძნებაში, რაც შეამცირებს მათ პოტენციურ საჩივრებს.
-
სანდო კომპანიის იმიჯი - შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დანერგვითა და სერტიფიცირებით მოპოვებული ნდობით, თქვენმა კომპანიამ შესაძლებელია მიიღოს მნიშვნელოვანი უპირატესობები.
-
ხდებით პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - OHSAS 18001 საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სისტემას, როგორებიცაა მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტები.
ვის შეუძლია გამოიყენოს OHSAS 18001?
OHSAS 18001 შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ.
თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკაცია OHSAS 18001 სტანდარტის შესაბამისად, თუ თქვენ გსურთ იმუშაოთ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც სახელშეკრულებო ან სხვა პირობებით მოითხოვენ OHSAS 18001 სტანდარტთან შესაბამისობის დადასტურებას.
რატომ ISO Consulting?
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი.
დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ...
გამოიყენეთ ტრენინგები
Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში.
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გათვითცნობიერების, აგრეთვე OHSAS 18001 შიდა აუდიტორების ტრენინგები.
მოითხოვეთ GAP ANALYSIS
თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!
არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას, თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და OHSAS 18001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის.
საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.
კონსულტაცია და დახმარება
ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური საფრთხეები არსებობს სამუშაო ადგილებზე და როგორ უნდა უზრუნველყოთ მათი მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა.
ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.