Lloyd's Register (UK)
შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება
ტრენინგი - "OHSAS 18001 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება"
23 მაისი, 2017 წელი, სასტუმრო Radisson Blu Iveria.
ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "OHSAS 18001 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება".
რატომ ეს კურსი?
წინამდებარე კურსი შემუშავდა ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაცია "Lloyd's"-ის მიერ, რათა საერთო წარმოდგენა შეგექმნათ OHSAS 18001 სტანდარტის შესახებ, თვით სტანდარტის სტრუქტურის აგებულების შესახებ და გაეცნოთ სერტიფიკაციის პროცესს.
თქვენ გაეცნობით OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნებს, შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემებს და შეძლებ მოამზადოთ საფუძველი იმისათვის, რომ მომავალში გახდეთ "შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების შიდა აუდიტორი".
თქვენ შეისწავლით:
-
საჭირო ტერმინებს და განმარტებებს, რაც დაგეხმარებათ OHSAS 18001 სტანდარტის მოთხოვნების ინტერპრეტაციასა და გამოყენებაში;
-
OHSAS 18001 სტანდარტის მიზნებს, სტრუქტურას და ძირითად მოთხოვნებს;
-
საფრთხეების იდენტიფიკაციის, რისკების შეფასების და რისკების კონტროლის არსებითობას და მნიშვნელობას, საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნებს;
-
თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის დასანერგად და შესანარჩუნებლად მიზნების და პროგრამის შემუშავებას;
-
როგორ გამოავლინოთ და შეამციროთ თქვენი ორგანიზაციის რისკები შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით.
სატრენინგო პაკეტი მომზადებულია Lloyd's Register (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.
ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე.
რეგისტრაცია
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მაისი, 2017 წელი.
ტრენინგის ღირებულება: 120 € (ექვივალენტი ლარებში).
ღირებულება მოიცავს:
-
სწავლებას;
-
შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების გზამკვლევს ქართულ ენაზე.
-
სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ჩათვლით;
-
"Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".
-
სასტუმრო Radisson Blu Iveria მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Tel.: 210 45 77
ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
მონაწილეები შეირჩევიან განაცხადების მიხედვით.