top of page
Modern Structure

ვაკანსია
სოციალური მედია მენეჯერი

"ISO Consulting"-ი იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ჭყონდიდლის ქუჩა #66
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი
)

ორგანიზაციის შესახებ: კომპანია ISO Consulting-ი დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადგილობრივი და საერთ
აშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში, როგორებიცაა ხარისხის მენეჯმენტი, სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს მენეჯმენტი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

გამო
საცდელი ვადა: 3 თვე

ანაზღაურება:

** გამოსაცდელ ვადაში - 900 ლარი, დარიცხული.
** გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო 1 წელი - 1250 ლარი.

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, დასაქმება ISO Consulting-ში სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალური მედია მენეჯმენტის საქმიანობას (საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში);
** სავალდებულოა - ინგლისური ენის ცოდნა (თავისუფლად კითხვა, აზროვნება, მეტყველება და წერა).
** სავალდებულოა - ქართული ენის (გრამატიკის) ცოდნა.
** საოფისე და გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა: Photoshop, illustrator, EXCEL, WORD ან სხვა მსგავსი პროგრამები.

ძირითადი ფუნქციები:

** სოციალური მედია არხების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn);
** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** ციფრული არხების (მათ შორის ვებსაიტის) შედეგების ანალიზი და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
** ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება, მართვა და კოორდინირება;
** ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) კონტროლი;
** ISO Consulting-ის ელ. ფოსტის კონტროლი;
** დახმარების გაწევა საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და გაცემაში, იურიდიული ან ფიზიკური პირების მოთხოვნის შესაბამისად;
** ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საჯარო ტრენინგების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და შესრულების კონტროლი;
** ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებისათვის სოციალური მედიის გამოყენება.

დამატებითი მოთხოვნები:

** შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი;
** კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება;
** სასურველია კანდიდატი იყოს ახალი კურსდამთავრებული.

შერჩევა მოხდება ტესტირებების და გასაუბრების საფუძველზე.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ საკითხებში:

** ინგლისური ენის ტესტი (გრამატიკა);
** ქართული ენის ტესტი (გრამატიკა);


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@isoconsulting.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "სოციალური მედია მენეჯერი".

bottom of page