UNIDO-ს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამა
Online event
12 ნოემბერი 2020.
ონლაინ შეხვედრა: 11:00 - 11:30 სთ.
2020 წლის 21 მაისს ძალაში შევიდა „საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ“.
ვისთვის არის ენერგოეფექტურობის კანონი სავალდებულო?
2022 წლის 1-ლი იანვრიდან პირველი კატეგორიის კერძო საწარმოები ვალდებულნი იქნებიან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განახორციელონ სრული ენერგოაუდიტი ან დანერგონ ენერგომენეჯმენტის სისტემა ISO 50001 სტანდარტის შესაბამისად.
გარდა პირველი კატეგორიის საწარმოებისა, კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს წამახალისებელი პროგრამების დანერგვას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs), თუ ისინი ნებაყოფლობით დანერგავენ ენერგომენეჯმენტის სიტემებს ან განახორცილებენ ენერგოაუდიტებს.
კანონის მოთხოვნების შესაბამისად, 2021 წლის 1-ლი ივნისიდან ასევე სავავალდებულო ხდება ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვა ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობებსა და ობიექტზეც.
UNIDO-ს დახმარება კერძო სექტორისთვის
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ახორციელებს ენერგომენეჯმენტის სისტემის (EnMS) ხელშეწყობის პროგრამას კერძო სექტორისთვის, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის.
2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რომელთაც სურთ ჩაერთონ UNIDO-ს პროექტში და მიიღონ შესაბამისი დახმარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.