top of page
Image by Katie Smith
ISO 22000:2005

ISO 22000:2005 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი აღიარებული ISO-ს წევრი ქვეყნების მიერ

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

ისო 22000:2005 - "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერი ორგანიზაციის მიმართ".

ისო 22000 არის სტანდარტი, რომელიც შეიმუშავა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ. ისო 22000 სტანდარტის გამოყენებით შეძლებთ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ​ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის" მიმართ, რომელიც მოიცავს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას,

  • სისტემის მენეჯმენტს,

  • წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და 

  • HACCP პრინციპებს.

ისო 22000 სისტემის უპირატესობები
  • წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - ისო 22000 სტანდარტი გეხმარებათ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჯაროდ/ღიად განაცხადოთ ამის შესახებ.

  • ​ნდობით სარგებლობა დაინტერესებული მხარეების მიმართ - თუ თქვენ გყავთ ნდობით აღჭურვილი კლიენტები, მაშინ იმავე ნდობას მოიპოვებთ როგორც მომხმარებლებთან, აგრეთვე კანონმდებლებთან.

​​

  • პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ისო 22000 აღიარებულია გლობალურ სასურსათო ჯაჭვში. სურსათის მსხვილი მწარმოებლები განსაკუთრებულად აღიარებენ ისო 22000 საერთაშორისო სტანდარტს.

​​

  • დაზოგავთ დროს და რესურსებს - დღესდღეობით მრავალ ორგანიზაციას სჭირდება სურსათის უვნებლობის სხვადასხვა სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ ხშირად სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებობს დამთხვევები. ისო 22000 არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ჰარმონიზებულია HACCP სისტემის ბაზაზე.

ვის შეუძლია ისო 22000 სტანდარტის გამოყენება?
  • ისო 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, "ფერმიდან სუფრამდე". მათ შორის იმ პროდუქტების მწარმოებელმა და მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიებმა, როგორებიცაა დალაგება-დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, მოწყობილობა-დანადგარების მწარმოებელი და სატრანსპორტო კომპანიები.​

  • ​ისო 22000 შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციების მიერ, თუნდაც ეს იყოს 5 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული მცირე ზომის საცხობი, შემფუთავი კომპანია, თუ მრავალ ათასიანი საერთაშორისო დონის სურსათის მწარმოებელი კომპანია ან ჰიპერმარკეტი.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP და ისო 22000 ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გაცნობის, აგრეთვე ისო 22000 შიდა აუდიტორის ტრენინგები​

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

bottom of page