top of page

ISO სტანდარტები მდგრადი განვითარებისთვის

დღევანდელ მსოფლიოში მრავალი გამოწვევაა, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ კაცობრიობის განვითარებას. მათ შორისაა: სიღარიბე, შიმშილი, კლიმატური ცვლილებები, გენდერული უთანასწორობა, განათლების პრობლემა, ანტისანიტარია, ატმოსფეროს დაბინძურება, სასმელი წყლის დაბინძურება და კიდევ მრავალი სხვა. ამასთან ერთად, აღნიშნული პრობლემები ჯაჭვურ რეაქციაში შედიან ერთმანეთთან და ხშირ შემთვევაში ვიღებთ ისეთ სიტუაციას, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება კომპლექსური მიდგომის გარეშე. გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ არ მოხდა ამ პრობლემების დამარცხება ისინი კიდევ უფრო გაღრმავდებიან და კაცობრიობის მომავალიც დიდი კითხვის ქვეშ დადგება. მაშ, სად არის გამოსავალი? როგორ დავაღწიოთ თავი შავბნელ მომავალს?


არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად თანამშრომლობით 2015 წლის სექტემბერში წარადგინა სამოქმედო გეგმა - მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც მიზანად ისახავენ არსებული გამოწვევების 2030 წლისთვის დამარცხებას. აღნიშნული გეგმის შესასრულებლად გაერთიანდა 193 ქვეყანა. გეგმა საკმაოდ ამბიციურია და პრობლემებთან კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს, ხოლო მისი მიზნები შემდეგია:

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება

მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი 8: სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

მიზანი 9: მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის.

მიზანი 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

აღნიშნული გეგმის მიღების შემდეგ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყეს გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება, რეფორმების გატარება მდგრადი განვითარების მისაღწევად. მათ შორისაა ჩვენი ქვეყანაც - საქართველოც.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისთვის

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაარსების დღიდან 22 ათასზე მეტი სტანდარტი შეიმუშავა, რომელთა შორის 6 ათასზე მეტი ზუსტ შესაბამიშობაში მოდის ახალ გლობალურ დღის წესრიგთან, რომელმაც მსოფლიოს მდგრადი განვითარება უნდა უზრუნველყოს. ორგანიზაციას საკუთარ ვებ საიტზე სპეციალურ გამოყოფილ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ იმ სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული 17 მიზანის შესრულებას.

ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით რთული, მაგრამ შესაძლებელია დღესდღეისობით არსებული გამოწვევების დამარცხება და უკეთესი მომავლის შექმნა.

*იხილეთ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ამავე თემაზე მომზადებულ ვიდეოს

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page