top of page

ტრენინგი - ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება


2026 წლის 21მაისს გიწვევთ ტრენინგზე - "ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 სტანდარტების გათვითცნობიერება და მათი დანერგვის ძირითადი პრინციპები".

ტრენინგი სრულად დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ QUIS-ის ფარგლებში.

ტრენინგი ჩატარდება აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრში. მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5 (თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის გვერდით).



ვის შეუძლია მონაწილეობა ?


ტრენინგის სამიზნე აუდიტორიაა ინდუსტრიული სექტორი, მათ შორის:

  • სამშენებლო სექტორი (მშენებლობა, პროექტირება, სამშენებლო მასალების წარმოება)

  • ტექსტილის მწარმოებლები

  • ხის პროდუქტების და სათამაშოების მწარმოებლები

  • ავეჯის მწარმოებლები

  • შესაფუთი მასალების მწარმოებლები

  • დაბალვოლტიანი მოწყობილობები (LVD) მწარმოებლები

  • პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) მწარმოებლები


მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ ამ სექტროს, მაგალითად:

  • ლოჯისტიკური კომპანიები

  • მაკონტროლებელი ორგანოები

  • ლაბორატორიები ან სხვა სერვის პროვაიდერები.



გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღურულია (არაუმეტეს 12 მონიწილე).


იხილეთ ტრენინგის პროგრამა (PDF)




როგორ დავრეგისტრირდე?


ტრენინგზე დასასწრებად დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორგანიზაციიდან მხოლოდ ერთ წარმომადგენელს.

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 11 მაისი 2026 წ






QUIS პროექტის შესახებ


ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება“ მიზანია კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

 

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ევროპული სტანდარტების დანერგვას, თავისუფალი ბაზრის კონკურენციის გზით. ზემოთხსენებული ეხმიანება ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას.

 

პროექტს ახორციელებს გერმანიის თანამშრომლობა (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ხარისხის ინფრასტრუქტურის (QI) განვითარება და კერძო სექტორის მხარდაჭერა ევროპული სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.




რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 11 მაისი 2026 წ


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 593-118-113





ISO Consulting - Professionals for Professionals

 
 
 

Comments


კატეგორიები

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page