TBD
|4,800.00 ლარი (ერთი ორგანიზაცია)
HACCP დანერგვა HoReCa სექტორისთვის
უნიკალური შესაძლებლობა დანერგოთ და შეასწავლოთ პერსონალს "HACCP სისტემა" !
თარიღი და ფასი:
TBD
4,800.00 ლარი (ერთი ორგანიზაცია)
About the event
ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?
პროგრამა შემუშავებულია HoReCa სექტორში ჩართული ორგანიზაციებისათვის, რათა მათ შეიმუშაონ და დანერგონ სურსათის უვნებლობის (HACCP) სისტემა, რომელიც მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით.
ასეთი ორგანიზაციებია:
- რესტონები
- ბაგა-ბაღები ან სკოლები
- კაფე-ბარები
- სასტუმროები
- კვებითი მომსახურების ორგანიზაციები
- სწრაფი კვების ობიექტები
- საცხობები
- სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სამზარეულო და ეწევა შესაბამის მომსახურებას.
_______________________________________
მიმოხილვა
"HACCP ქოუჩის პროგრამა" არის სწავლებისა და კონსულტაციების ერობლიობა, სპეციალურად HoReCa სექტორისთვის.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თქვენი ორგანიზაციისა, შეიმუშაოთ და დანერგოთ HACCP სისტემა, იმავდროულად შეასწავლოთ თქვენს პერსონალს (მენეჯერს, შეფ მზარეულს და სხვა) HACCP სისტემის მოთხოვნები, რათა მათ შეძლონ HACCP სისტემის შენარჩუნება სურსათის უვნებლობის ყოველწლიური ინსპექტირებისთვის.
პროგრამის ფარგლებში თქვენ დაგეხმარებიან პროფესიონალი კონსულტანტები და ტრენერები.
_______________________________________
როგორ დაგვეხმარებიან კონსულტანტები?
პროგრამა მოიცავს HACCP სისტემის მოთხოვნებით გათვალისწინებული ყველა საკითხის დანერგვას თქვენს ორგანიზაციაში. პროგრამის ფარგლებში, სწავლებასთან ერთად, თქვენი ორგანიზაციისთვის მომზადდება:
- HACCP სახელმძღვანელო,
- ინსტრუქციები და პროცედურები, რომლების საჭიროა HACCP სისტემის შესანარჩუნებლად. ეს მოიცავს: მიკვლევადობას, პერსონალის ჰიგიენას, მავნებლების კონტროლს, ნარჩენების კონტროლს, რეცხვას და დეზინფექციას, გამოყენებული ქიმიური საშუალებების კონტროლს და სხვა პროცედურებს, რომლებიც საჭიროა GMP და GHP კარგი პრაქტიკების შესანარჩუნებლად;
- ჩეკლისტები, რომლებიც საჭიროა GMP/GHP პრაქტიკების შესამოწმებლად;
- HACCP გეგმა;
- ფორმები HACCP ჩანაწერების წარმოებისთვის.
პროგრამის დასასრულს ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები ჩაატარებენ HACCP სისტემის შიდა აუდიტს, რათა განისაზღვროს პროგრამის დანერგვის შედეგიანობა და მზადყოფნა სურსათის უვნებლობის ინსპექტირებისთვის.
_______________________________________
რას მივიღებთ პროგრამაში მონაწილეობით?
- როგორც ორგანიზაცია: - შეიმუშავებთ და დანერგავთ HACCP სისტემას, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით. ასევე მოამზადებთ საკვანძო პერსონალს, რომლებიც ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ HACCP სისტემა და მზად იყვნენ "სურსათის ეროვნული სააგენტოს" ყოველწლიური ინსპექტირებისათვის.
- როგორც ფიზიკური პირი: - მიიღებთ შესაბამის ცოდნას, რომ შეინარჩუნოთ HACCP სისტემა იმ ობიექტზე, სადაც თქვენ იქნებით დასაქმებული.
_______________________________________
პროგრამის შინაარსი
პროგრამა შედგება 9 მოდულისაგან. ცალკეულ მოდულზე განიხილება HACCP სისტემის შესამუშავებლად და დასანერგად საჭირო შესაბამისი თემები.
მოდული 1
- ,,უვნებელი სურსათის მომზადების“ სახელმძღვანელოს მიმოხილვა
- HACCP სისტემის გაცნობა
- HACCP მოსამზადებელი ეტაპის მიმოხილვა.
მოდული 2
- ფიზიკური და ქიმიური დაბინძურება
- 5 გასაღების პრინციპი
- სურსათისმიერი ალერგენები
- აკრილამიდი
მოდული 3
- სურსათის შეძენა, მოწოდება/ მიღება, შეგროვება
- სურსათის შენახვა
- სურსათის მომზადება/დამუშავება
- სურსათის ცივად გაცემა/განთავსება
- სურსათის გალღობა
მოდული 4
- თერმული დამუშავება
- გაგრილება / გაყინვა
- ხელახალი გაცხელება
- კერძის ცხლად დაყოვნება / განთავსება
- ტრანსპორტირება & დისტრიბუცია
მოდული 5
- დასუფთავება
- მავნებლების კონტროლი
- ნარჩენების კონტროლი
- ტექნიკური მომსახურება და დაკალიბრება
მოდული 6
- პერსონალის ჰიგიენა
- პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- პერსონალის ქცევა
- სწავლება / ზედამხედველობა
მოდული 7
- მენეჯმენტი - როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება
- HACCP პრინციპების განხილვა
- HACCP კვლევის ჩატარება
მოდული 8
- HACCP გეგმის შემუშავება
- HACCP სისტემის შენარჩუნება
მოდული 9
- HACCP სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაიის მენეჯმენტი.
_______________________________________
წინასწარი კვალიფიკაცია და მოთხოვნები
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებული ორგანიზაციის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც გააჩნიათ სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა სამზარეულოში. ეს შეიძლება იყოს: სამზარეულოს მენეჯერი; მზარეული ან უფროსი მზარეული; ხარისხის ან სურსათის უვნებლობის მენეჯერი, სტიუარდი, ნუტრიციოლოგი ან სხვა.
ერთი ორგანიზაციიდან შესაძლებელია 2 მონაწილის ჩართვა.
აუცილებელია, რომ პროგრამის მონაწილემ:
- იცოდეს სამზარეულოს პროცესები
- დასაქმებული იყოს საზოგადოებრივი კვების ობიექტზე
- იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (e-mail, internet)
- იცოდეს MS Word-ის პროგრამის გამოყენება.
_______________________________________
პროგრამის ყველა მონაწილეს დასჭირდება:
- კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიითა და ინტერნეტით
- კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი
- წინასწარ მომზადებული ფორმების და ინსტრუქციების ამობეჭდვის შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Mob.: 593 - 118 113
ან მოგვწერეთ: didberidze@isoconsulting.ge
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.