top of page
HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება
HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება

27-28 აპრილი 2022 წელი

|

480.00 ლარი

HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება

ვირტუალური ვორკშოპი

თარიღი და ფასი:

27-28 აპრილი 2022 წელი

480.00 ლარი

About the event

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ვირტუალურ ვორკშოპზე - "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება".

რატომ ეს კურსი?

სურსათის უვნებლობის მენეჯმენტთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შესულმა ცვლილებებმა და ევროკავშირთან ასოცირების საკითხების გააქტიურებამ, გააძლიერეს HACCP პრინციპების მნიშვნელობა.

წინამდებარე კურსი გაგაცნობთ HACCP-ის პრინციპებს, რომელიც მოცემულია Codex Alimentarius-ის მიერ და შეგასწავლით, როგორ გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.

კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.

კურსის მიმდინარეობისას თქვენ საშუალება გექნებათ განიხილოთ HACCP სისტემის 7 პრინციპი და 12 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ სურსათის წარმოებისა და მიწოდების პროცესში.

ცალკე განხილულია საკანონმდებლო მოთხოვნების და წინასწარი პროგრამების (PRPs) როლი და მათი ურთიერთკავშირი HACCP პრინციპებთან.

დასასრულს მოცემულია კავშირი ისო 9001, ისო 22000 და HACCP (Codex Alimentarius) სისტემებს შორის, რათა უფრო მკაფიოდ გაათვითცნობიეროთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ინტეგრირებული მიდგომის სარგებელი.

სატრენინგო პაკეტი მომზადებულია დიდ ბრიტანეთში, "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ. მონაწილეები მიიღებენ "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს.

 ვირტუალური ტრენინგის ფორმატი 

ტრენინგი ტარდება ZOOM-ის პლადფორმის გამოყენებით.

ტრენინგის ყველა მონაწილეს დასჭირდება:

  • კომპიუტერი, უწყვეტი ელექტრო ენერგიით და ინტერნეტით
  • კომპიუტერთან დაკავშირებული ვიდეო კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი
  • სამუშაო ქაღალდი და ფერადი ფანქრები.

გაფრთხილება! მონაწილეები მობილური ტელეფონით ვერ შეძლებენ დასწრებას, რადგან ვორკშოპის უმეტესი ნაწილი მოცავს პრაქტიკულ სამუშაოებს.

__________________________

რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 8 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 18 აპრილი, 2022 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 480 ლარი (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 20 აპრილისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე.

მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და LRQA-დან სერტიფიკატების მისაღებად).

ღირებულება მოიცავს:

  • ვორკშოპს;
  • HACCP-ის გზამკვლევს ქართულ ენაზე.
  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;
  • "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 592 - 24 36 39

ან მოგვწერეთ: training@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.

Schedule


  • 4 საათი 30 წუთი

    HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება - დღე I

    ვირტუალური

  • 4 საათი 30 წუთი

    HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება - დღე II

    ვირტუალური

Share this event

bottom of page