top of page
HACCP

HACCP

სურსათის უვნებლობის სისტემები

საუკეთესო საშუალება თქვენი ვალდებულების დემონსტრირებისა, რათა მიაწოდოთ უვნებელი სურსათი

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

მიმოხილვა

HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად იზრდება სურსათის მრეწველობაში და ხდება უნივერსალური მეთოდი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად მსოფლიოს მასშტაბით.

"სსიპ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო" რეკომენდაციას უწევს კოდექს ალიმენტარიუსის HACCP სისტემას, როგორც მომხმარებლის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებას სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, HACCP სისტემა - ეს არის საუკეთესო გზა, რომლის საშუალებით სურსათის მწარმოებლები და მიმწოდებლები იცავენ საკუთარ ბიზნესს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებებისგან.

თავდაპირველად, HACCP შემუშავდა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის (NASA) ეროვნული სამმართველოს პროგრამისთვის. მოგვიანებით იგი შემოღებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) Codex Alimentarius-ის კომისიის მიერ, რომელმაც გამოსცა, როგორც სტანდარტი CAC/RCPP1-1969 (გადაიწერეთ PDF ფაილი).

HACCP პრინციპები მოითხოვს, საფრთხის ანალიზისა და რისკის შეფასების სისტემური მიდგომის გზით, ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე.

მრავალ ორგანიზაციას აინტერესებს საწარმოო ობიექტზე წარმოებისა და ჰიგიენის რა პრაქტიკები უნდა დანერგოს და შეინარჩუნოს​

HACCP სისტემის უპირატესობები
  • შეუზღუდავი გამოყენების სფერო - HACCP შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე. აგრეთვე HACCP სისტემა დაგეხმარებათ რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებასა და სურსათის უვნებლობის პრობლემებზე დროულ რეაგირებაში.

  • თქვენი ვალდებულება - სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ოფიციალური მიდგომა, დაგეხმარებათ, წარმოაჩინოთ თქვენი ვალდებულება საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებით, რადგან ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს HACCP სისტემას.

  • ექსპორტის პოტენციალი - ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას სურსათის უვნებლობის მიმართ მყიდველის ნდობის ამაღლებით.

  • კომპეტენტუნარიანობა - თქვენს კონკურენტებთან შედარებით თქვენ გახდებით გამორჩეული, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ უფრო სანდო მიმწოდებელი.

  • ინტეგრირება მენეჯმენტის სისტემის სტანდარტებთან - რადგან HACCP სისტემა გამოიყენება წარმოების, შენახვისა და მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე, იგი მარტივად ინტეგრირდება სხვა მენეჯმენტის სისტემებთან, როგორებიცაა ისო 9001ისო 14001 და სხვა.

ვის შეუძლია გამოიყენოს HACCP სისტემა?
  • HACCP სისტემა გამოიყენება სურსათის მომზადების, შენახვის ან მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე.​

  • HACCP გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უვნებელი სურსათის ან ფარმაცევტული ნაწარმის მისაწოდებლად. 

  • HACCP სისტემის წარმატებით გამოყენება მოითხოვს ხელმძღვანელობის სრულ ვალდებულებას და მენეჯმენტისა და სამუშაო ძალის სრულ ჩართვას ამ სისტემაში. იგი, აგრეთვე, მოითხოვს გუნდურ მიდგომას.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე. ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების გათვითცნობიერებას და მოტივაციას, მეტი პასუხისმგებლობით აკონტროლონ სურსათის უვნებლობის საფრთხეები და დაიცვან ჰიგიენის წესები.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის სისტემასა და HACCP სისტემის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის სისტემასა და HACCP სისტემის მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სურსათის უვნებლობის სისტემა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის ან სახელმწიფო ინსპექტირებისთვის.

უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო

2021 წელს, USAID-ის სოფლის მეურნეობისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენ შევადგინეთ "უვნებელი სურსათის მომზადების სახელმძღვანელო", რომელიც დაგეხმარებათ თქვენს საწარმოო ობიექტზე წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკების დანერგვასა და შენარჩუნებაში. 

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის ონლაინ.

გაიდლაინის PDF ვერსიის გადმოსაწერად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

ISO Consulting logo.png

...როფესიონალები პროფესიონალებისთვის.

bottom of page