ძიების შედეგები
81 results found with an empty search
- isoconsulting | IFS - International Food Standard
IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ... international food standart IFS ს ურ სათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები გლობალური სტანდარტი სურსათის მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე ხარისხის და უვნებლობის მენეჯმენტის პროცესების სამართავად გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა IFS სურსათის სტანდარტი არის აღიარებული სტანდარტი, სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ, სურსათის მწარმოებლების აუდიტისათვის. იგი ფოკუსირდება სურსათის უვნებლობაზე და პროცესებისა და პროდუქტების ხარისხზე. IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასურსათო პროდუქტების შეფუთვას. IFS გამოიყენება მაშინ, როდესაც სურსათი იწარმოება ან როდესაც პროდუქტების შეფუთვისას არსებობს მათი დაბინძურების საფრთხე. სტანდარტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის სურსათის მწარმოებლებისათვის, განსაკუთრებით, მათთვის ვინც ფლობს სავაჭრო მარკას. სტანდარტი ხელს უწყობს წარმოებისა და მარკეტინგის მიმართულებებს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა ბრენდის უვნებლობისა და ხარისხისაკენ. სტანდარტი ჩამოყალიბდა სასერტიფიკაციო ორგანოების, საცალო მოვაჭრეების, სასურსათო ინდუსტრიისა ან სასურსათო მომსახურების სფეროში მონაწილე კომპანიების სრული და აქტიური ჩართულობით. IFS სტანდარტის უპირატესობები იმ კომპანიებს, რომლებიც მიისწრაფვიან უმაღლესი დონის ხარისხის, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა კმაყოფილებისაკენ და ცდილობენ კონკურენტუნარიანი უპირატესობა მოიპოვონ ბაზარზე, IFS სერტიფიკაცია სთავაზობს მნიშვნელოვან სარგებელს. წარმოების სარგებელი: სურსათის ხარისხის და უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი; რესურსების უფრო შედეგიანი გამოყენება; მომხმარებლის აუდიტების საჭიროების შემცირება; დამოუკიდებელი მესამე მხარის აუდიტები; რისკზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით უფრო მაღალი მოქნილობა. მარკეტინგული სარგებელი: გაუმჯობესებული ბიზნეს რეპუტაცია, მაღალი ხარისხისა და უვნებელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია; ისეთ კლიენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვენ მესამე მხარის აუდიტს; IFS ლოგოს და სერტიფიკატის გამოყენება მაღალი დონის სტანდარტებთან შესაბამისობის დემონსტრირებისთვის. ვის შეუძლია გამოიყენოს IFS? IFS სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც სურთ მიაღწიონ ბრენდის მაღალ ხარისხს. ჩვენი მოსახურება გამ ოიყენეთ ტრენინგები ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ IFS-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგი, რომელსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და IFS-ის ავტორიზებული ტრენერები. ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების სურვილს, იმოქმედონ IFS სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენონ იგი. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და IFS სტანდარტის მოთხოვნებს შორის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- isoconsulting | FSSC 22000 - სურსათის უვნებლობა
FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სრული სერტიფიკაციის სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც ... FSSC 22000 - სურსათის უვნებლობის სერტიფიკაცია სურსათის უვნებლობა და რისკების მენეჯმენტი გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა FSSC 22000 სქემის მიხედვით შეფასება და აუდიტები დაფუძნებულია პროცესებისადმი მიდგომაზე. შემფასებლები აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს ერთი პროცესი სხვა დანარჩენზე. აღნიშნული მიდგომის ფუნდამენტური მოთხოვნები წარმოადგენს შედეგიანი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის არსებობას. FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის სრულყოფილ სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გლობალურ სტანდარტს, და ISO/TS 22002 სტანდარტზე, რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ. ისო 22000:2005 სტანდარტი არ აკონკრეტებს მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ. სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რატომაც არ იქნა იგი აღიარებული GFSI -ის მიერ. ამიტომ შეიქმნა ალტერნატიული სქემა, სადაც ისო 22000 და ISO/TS 22002 (რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ) გამოიყენება ერთობლივად. სწორედ ეს სქემა არის FSSC 22000, რომელიც აგრეთვე აღიარებულია GFSI -ის მიერ. მარტივი არითმეტიკით რომ წარმოვიდგინოთ, FSSC22000 = ISO 22000 + ISO/TS 22002. რა არის ISO/TS 22002 და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი? ISO/TS 22002 სტანდარტი არის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც სპეციფიკურია სხვადასხვა სექტორისთვის. იგი ადგენს დამატებით სახელმძღვანელოს ორგანიზაციებისთვის მაშინ, როდესაც ორგანიზაციას სურს დაადგინოს შედეგიანი წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები უვნებელი პროდუქტის შესაქმნელად. წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები - ეს არის ორგანიზაციის პროგრამები და პრაქტიკა, რომელიც მიმართულია საწარმოო გარემოს სამართავად, რათა მიღებულ იქნას უვნებელი პროდუქტი, მაშინ როდესაც, HACCP სისტემა ფოკუსირებულია კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესში საფრთხეების სამართავად. მრავალი ორგანიზაცია იყენებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკას (GMP); ეს ასევე შეიძლება იყოს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების ნაწილი. საწარმოო გარემოს მიმართ, ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაცია, წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების სახით ადგენს შემდეგ სპეციფიკურ მოთხოვნებს: შენობების დაგეგმარება და განლაგება საამქროებისა და სამუშაო ადგილების განლაგება კომუნალური სისტემები - ჰაერი, წყალი, ენერგია ნარჩენების განთავსება მოწყობილობის შესაფერისობა, დასუფთავება და ტექმომსახურება შესყიდული მასალების მენეჯმენტი ჯვარედინი დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები დასუფთავება და სანიტარიული დამუშავება მავნებლების კონტროლი პერსონალის ჰიგიენა და საშუალებები გადასამუშავებელი პროდუქტი პროდუქტის გამოთხოვის პროცედურები საწყობში შენახვა ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და მომხმარებლის ინფორმირება სურსათის დაცვა, ბიოუსაფრთხოება და ბიოტერორიზმი აღნიშნული მოთხოვნები ვერ იქნებოდა ერთნაირად გამოსაყენებელი მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის საწარმოებისთვის. ლოგიკურია დასვა კითხვა: - რატომ უნდა დააყენო ერთი და იგივე მოთხოვნა რძის პროდუქტების და მშრალი ხილის წარმოების შენობის, საამქროების და სამუშაო ადგილების განლაგების, ან თუნდაც დასუფთავების და სანიტარიული დამუშავების მიმართ? სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაითვალისწინა ეს გარემოება და მოახდინა წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების კლასიფიკაცია სექტორების მიხედვით, რათა მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო მათი გამოყენება უვნებელი პროდუქტის მისაღებად, შესაბამის სექტორში. დღეისათვის, ISO/TS 22002 სტანდარტი კლასიფიცირდება შემდეგ სექტორებად: ISO/TS 22002-1:2009 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 1: სურსათის წარმოება. ISO/TS 22002-2:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 2: საზოგადოებრივი კვება. ISO/TS 22002-3:2011 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 3: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ISO/TS 22002-4:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 4: სურსათის შესაფუთი მასალების წარმოება. ISO/TS 22002-6:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 6: ცხოველთა კვება და საკვების წარმოება. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავ ამუშავებს ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაციის შემდეგ ნაწილებს, რომლებიც გამოქვეყნდება მომავალში. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის FSSC 22000 სქემის გამოყენებას სურსათის წარმოების და მიწოდების სრულ ჯაჭვში. შესაბამისად FSSC 22000 სქემის მიხედვით შესაბამის სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორს საშუალება აქვს, აირჩიოს, თავისთვის საჭირო სპეციფიკური სტანდარტი, რაც უფრო შედეგიანს ხდის ისო 22000 სტანდარტის გამოყენებას ამა თუ იმ სექტორისთვის. FSSC 22000 სქემის სარგებელი FSSC 22000 საუკეთესო საშუალებაა გადავწყვიტოთ სასურსათო ჯაჭვში უკვე მოქმედი მრავალი სტანდარტის ფრაგმენტაციის პრობლემა, რადგან ცალკეული მათგანი თავისებურად აყალიბებს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მიმართ. FSSC 22000 იყენებს საერთშორისო სტანდარტებს , რომლებსაც მხარი დაუჭირა და იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 175 წევრი სახელმწიფო. მას მიენიჭა სრული აღიარება "სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის"(GFSI ) მიერ და მას მხარს უჭერს "ევროკავშირის სურსათისა და სასმელის ინდუსტრიების კონფედერაცია" (CIAA). მხოლოდ ასოცირებული სასერტიფიკაციო ორგანოები, როგორიცაა LRQA, ლიცენზირებული არიან გასცენ აკრედიტებული FSSC 22000 სერტიფიკატი. FSSC 22000 სქემა ითვალისწინებს: სურსათთან დაკავშირებული სტანდარტების მაღალ გამჭვირვალობას; გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ყველა მხარის მიერ; გაცილებით შედეგიან მესამე მხარის აუდიტს, რომელიც ამცირებს ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან. FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში. აღნიშნული მიდგომა დადებითად იმოქმედებს და შექმნის გარკვეულ უპირატესობებს სურსათის წარმოების და მიწოდების მთლიან ჯაჭვში. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ FSCC 22000 მოთხოვნების გაცნობის და შიდა აუდიტორის ტრენინგები, ისევე როგორც HACCP ტრენინგი . ჩვენი სურსათის უვნებლობის ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში Lloyd's-ის მიერ, რომელიც სრულად იყო ჩართული FSSC 22000 სქემის შემუშავებაში. საქართველოში, 2015 წლიდან იქნა შესაძლებელი ამ ტრენინგების ქართულ ენაზე მიწოდება. მოითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ისო 22000 სტანდარტის შესაბამისად, საჭიროებენ მხოლოდ დამატებით შეფასებას ISO/TS 22002 სპეციფიკაციასთან მიმართებით, რათა მიაღწიონ FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობას. ხოლო ორგანიზაცია, რომელიც ახლა იწყებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებას და სურს FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობა, შეუძლია გამოიყენოს არსებული მდგომარეობის ანალიზი, შესაბამისად განისაზღვროს FSSC 22000 სქემის მიხედვით სერტიფიკაციის ოპტიმალური გზა. ასეთი ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის არსებულ პრაქტიკასა და FSSC 22000 სქემას შორის. შედეგად, თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- isoconsulting | ტრენინგი - ISO 45001 შიდა აუდიტორი (IRCA)
ტრენინგი - "ISO 45001 შიდა აუდიტორი" განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს .... ISO 45001:2018 შიდა აუდიტორი ტრენერი - ლია თამაზაშვილი ღირებულება - 315 £ (ექვივალენტი ლარში) ხანგძლივობა - 18 საათი რეგისტრაცია თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ: გსურთ გახდეთ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი მოგეთხოვებათ გამოიმუშაოთ შიდა აუდიტორის უნარ-ჩვევები თქვენ შეისწავლით: რა როლს ასრულებს მენეჯმენტის სისტემა და შიდა აუდიტი ბიზნესის დასახმარებლად, რათა მართოთ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) რისკები შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის როლს და პასუხისმგებლობებს როგორ დაგეგმოთ აუდიტი შედეგიანი ჩეკლისტის გამოყენებით როგორ ჩაატაროთ აუდიტი Lloyd's-ის 6 ეტაპიანი მიდგომის გამოყენებით როგორ შეაგროვოთ აუდიტის ობიექტური მტკიცებულებები დაკვირვების, გასაუბრების და დოკუმენტების ამონარჩევის მეშვეობით შეაფასოთ დაკვირვების შედეგები და დაადგინოთ შესაბამისობა, შეუსაბამობა და შედეგიანობა თვალსაჩინოდ მოახდინოთ დაკვირვების შედეგების ანგარიშის შედგენა რა არის მაკორექტირებელი ღონისძიებები და პასუხისმგებლობები მათი შესრულების პროცესში როგორ ადევნოთ თვალი და მოახდინოთ, გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შედეგიანობის ვერიფიკაცია. თქვენ დაგჭირდებათ: Plan-Do-Check-Act ციკლის და მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ელემენტების შესაბამისი ცოდნა შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) კონცეფციის და პრინციპების ცოდნა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნების და გამოყენებული ტერმინებისა და განმარტებების ცოდნა საუკეთესო შემთხვევაში, გავლილი გქონდეთ Lloyd's-ის სატრენინგო კურსი "ISO 45001 გათვითცნობიერება " ან მისი ექვივალენტი. კურსის შემდგომი განვითარება შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების (OH&S) სისტემის მენეჯერი "ბიზნესის გაუმჯობესების " პროგრამები ISO 45001 Auditor/Lead auditor სამუშაო ენა ქართული რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამა ს სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხო ვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად. დაგვიკავშირდით რათა შეიტყოთ მეტი >>
- isoconsulting | ისო 5001 - ენერგოეფექტურობა
ისო 50001 სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო ეფექტურობის ... ISO 50001:2011 ენერგო მენეჯმენტის სისტემები ISO 50001:2011 ენერგო მენეჯმენტის სისტემები ენერგო-მენეჯმენტის სისტემის გამოყენებით შესაძლებელია დაზოგოთ ენერგიის მოხმარების დაახლოებით 60 %-მდე გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით მიმოხილვა ისო 50001 არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტი და აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS). იგი ეფუძნება მრავალ ეროვნულ და რეგიონულ სტანდარტს, მაგალითად ევრონორმა EN 16001. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეკონომიკურ სექტორებში ისო 50001 სტანდარტის მიზნობრივად ფართო გამოყენებამ, როგორც გლობალური ენერგო მენეჯმენტის სისტემის მოდელისა, შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგიის მოხმარების 60 %-ზე. ისო 50001 სტანდარტი წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკონტროლო წერტილების დადგენის, გაზომვების, დოკუმენტირების, ენერგო ეფექტურობის და გამომუშავებული სათბურის გაზების ანგარიშების წარდგენის, აგრეთვე ახალი ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტების შესახებ. ISO 50001 სტანდარტის უპირატესობები გაზრდილი ენერგო-ეფექტურობა. შემცირებული თვითღირებულება. გაუმჯობესებული გარემო პირობები. შემცირებული რისკები. გაზრდილი ენერგო უსაფრთხოება. ვის შეუძლია გამოიყენოს ისო 50001 ? ისო 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად. ჩვენი მოსახურება გამოიყენეთ ტრენინგები ისო 50001 აყალიბებს სტრუქტურას ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნებისთვის; კომერციული, ინსტიტუციონალური და სახელმწიფო ობიექტების და ყველა სხვა ორგანიზაციისთვის, რათა მართონ ენერგია ეფექტურად. მო ითხოვეთ GAP ANALYSIS თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! საბაზისო შეფასება გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ენერგო ეფექტურობის მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ისო 50001 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის. საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის. კონსულტაცია და დახმარება ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური შესაძლებლობები და თანამედროვე მიდგომები არსებობს ენერგო ეფექტურობის მისაღწევად. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს. გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ დაგვიკავშირდით დაგვიკავშირდით
- Items
განხორციელებული პროექტები
- isoconsulting | სიახლეები
ბლოგი 5 days ago 1 min "Henkel"-ის საწარმოში ISO 9001, ISO 45001 და ISO 14001-ის ტრენინგები ჩატარდა 19 Aug 2 1 min ტრენინგი "რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის აუდიტი" დასრულდა წარმატებით 21 Jul 13 1 min მოცვის მწარმოებელი ქართული კომპანიების წარმატება საერთაშორისო ბაზარზე 46 Jul 5 1 min ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე გახდა 73 Jun 26 1 min კომპანია "FRIXX"-ში ჩატარდა სურსათის ჰიგიენის და HACCP სტანდარტის ტრენინგები 82 Jun 6 1 min LRQA გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) მონაწილე გახდა 63 May 3 1 min ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ნარგავების კულტურის ეფექტურად განვითარებისთვის 57 Apr 28 1 min IFS სურსათის სტანდარტის ახალი ვერსია (IFS food v.8) გამოქვეყნებულია 217 Apr 25 1 min HACCP ქოუჩის პროგრამაზე დაიწყო რეგისტრაციის პროცესი 1,871 Feb 1 2 min ტრენინგი - ISO 9001:2015 შიდა აუდიტორი (CQI | IRCA) 532 კატეგორიები ყველა სიახლე (303) 303 posts სურსათის უვნებლობა (76) 76 posts ხარისხის მენეჯმენტი (33) 33 posts გარემოს მენეჯმენტი (54) 54 posts შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება (27) 27 posts ენერგომენეჯმენტი (32) 32 posts ტრენინგები (57) 57 posts სხვა სიახლეები (64) 64 posts ინფორმაციის უსაფრთხოება (8) 8 posts სერტიფიცირება (18) 18 posts
- 404 | isoconsulting
There’s Nothing Here... We can’t find the page you’re looking for. Check the URL, or head back home. Go Home
- 404 | isoconsulting
There’s Nothing Here... We can’t find the page you’re looking for. Check the URL, or head back home. Go Home


