• გიორგი კიკაძე

გარემოს დაცვა და ISO 14063 სტანდარტი

რაც უფრო მეტად შევიცნობთ ჩვენს პლანეტასა და მის ბიომრავალფეროვნებას, რაც უფრო მეტს ვიგებთ სამყაროს შესახებ, მით უფრო მეტად ვაფასებთ, თუ რაოდენ უნიკალურ პლანეტაზე ვცხოვრობთ, თუმცა დედამიწის ეს უნიკალური გარემო შესაძლოა ნებსით თუ უნებლიეთ გავანადგუროთ, თუ არ დავიცავთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და არ მოვუფრთხილდებით გარემოს.

უახლესი მონაცემების თანახმად, 1970 წლიდან დღემდე 300 პროცენტით გაიზარდა საკვები პროდუქტების წარმოება, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ტყის მასივი იჩეხებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. ამავე დროს, დედამიწის ნიადაგის 23% უკვე გამოფიტული და დეგრადირებულია, რაც ხელს უწყობს გაუდაბნოების პროცესს. ასევე, 1970 - 2017 წლის შუალედში 45%-ით გაიზარდა ნედლი ხის მასალის წარმოება და 4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 1992 წლიდან დღემდე 100%-ით გაიზარდა ურბანიზაციის დონე, რაც გამოიხატება უდიდესი მეგაპოლისებითა და ქალაქებით. მაგალითად ტოკიოს მოსახლეობა 38 მილიონ ადამიანს აღწევს (შედარებისთვის ეს რიცხვი საქართველოს მოსახლეობას 10-ჯერ აჭარბებს) ცხადია, რომ ასეთ მეგაპოლისებში გარემოს დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს და გარემოც ზიანდება. არც მსოფლიო ოკეანეებშია სახარბიელო მდგომარეობა: ჭარბი თევზჭერის გამო, უფრო და უფრო მცირდება თევზის რაოდენობა და სახეობები, რაც ასევე დიდ პრობლემას ქმნის. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ოკეანეების დაბინძურება სხვადასხვა მასალებით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 14063 - გარემოსდაცვითი მენეჯმენტი - გარემოსდაცვითი კომუნიკაცია - სახელმძღვანელო მითითებები და მაგალითები. რომლის მთავარი მიზანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. მისი დახმარებით ორგანიზაციებს შეეძლებათ შეამცირონ გარემოს დაბინძურება, დაამკვიდრონ მდგრადი განვითარების პრონციპებბი და ამავე დროს, აიმაღლონ პრესტიჟი საზოგადოებაში, როგორც კომპანიამ, რომელიც გარემოს უფრთხილდება და მასზე ზრუნავს.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ISO 14063 სტანდარტი ერთადერთი არ არის გარემოს დაცვის მხრივ და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას კიდევ მრავალი შეუმუშავებია ამ სფეროში. მათ შორის ერთერთია ISO 14001:2015 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 14001:2015 საერთშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ დაიცვათ გარემო და მოიპოვოთ საერთაშორისო სერტიფიკატი. ​ დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალების მიერ.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.