top of page

ეკოტურიზმი და მისი მნიშვნელობა

ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტული სეოზონი აქტიურ ფაზაში შედის, უამრავ ადამიანს უკვე დაგეგმილი აქვს თუ სად გაატარებს ზაფხულს, ზოგი უკვე ისვენებს. 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების რაოდენობა 1.4 მილიარდ ადამიანს გაუტოლდა, 2019 წელს კი მათი რიცხვი დაახლოებით 3 - 4% -ით მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტულად მიმზიდველი ადგილების დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება.



რა არის ეკოტურიზმი?


ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (The International Ecotourism Society – TIES) განმარტებით ეკოტურიზმი არის „პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას” ასე რომ, ეკოტურისტები მოგზაურობის დროს უფრთხილდებიან იმ გარემოს სადაც მოგზაურობენ, არ ანაგვიანებენ საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენებით და ზრუნავენ მასზე. ასეთ ტურისტებს მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა.


1960-იან წლებში მსოფლიოს მასშტაბით ვეშაპების სანაპიროზე გამორიყვის ფაქტები საკმაოდ გახშირდა. ამის გამო ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ჩადიოდა გამორიყულ ვეშაპებთან, რათა მათთვის ეშველათ. აქედან გამომდინარე წარმოიშვნენ "ახალი ტიპის ტურისტები" რომლებსაც ღრმად ჰქონდათ გათვიცნობიერებული მათი გავლენა გარემოზე და გამოირჩეოდნენ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტერმინი "ეკოტურიზმი" 1983 წელს მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო.


გამოყოფენ ეკოტურიზმის 4 სახეობას:


1. სამეცნიერო ტურიზმი - მოგზაურობა კვლევით ექსპედიციებში და საველე კვლევების ჩატარება.

2. ბუნების ისტორიის ტურები - სასწავლო და სამეცნიერო ტურები დაცულ ტერიტორიებსა თუ აკვატორიებში. ეს მეთოდი ფართოდაა გავცელებული გერმანიაში, ამიტომაც მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების გერმანულ მოდელს უწოდებენ.

3. სათავგადასავლო ტურიზმი - მას მიეკუთვნება ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, სპელეოტურიზმი, სამთო და ქვეითი ტურიზმი, სათხილამურო, სამთო-სათხილამური ტურიზმი, წყლის ტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი, დაივინგი და სხვა

4. მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში - ფართოდაა გავცელებული ავსტრალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ტურისტები მოგზაურობენ სხვადასხვა ბუნებრივ ნაკრძალებსა თუ რეზერვაციებში.




რატომაა საჭირო ეკოტურიზმი?


ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტები ნებით თუ უნებლიეთ აზიანებენ იმ გარემოს, სადაც ისვენებენ. მაგალითად, ეგვიპტის მთავრობას სპეციალური ზომების მიღება დასჭირდა პირამიდების დაზიანებისგან დასაცავად, რადგან იქ ჩასულ ტურისტებს უნდოდათ უძველესი პირამიდებიდან ქვის ნატეხები წაეღოთ. ამავე დროს, მსოფლიოს მასშტაბით არსებული ტურისტული ბუმი იწვევს ტურისტული ადგილების გადატვირთვას, რაც გარემოს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ეკოტურიზმი კი გვაძლევს საშუალებას გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, სადაც ვმოგზაურობთ.



ISO სტანდარტები ეკოტურიზმის განვითარებისთვის


სტანდარტიზაციის საერთშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა სტანდარტები, რომელიც მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარებისთვის:


ISO 20121 ღონისძიებების მდგრადი მენეჯმენტის სისტემა - აღსანიშნავია, რომ ლონდინის 2012 წლის ოლიმპიადა სწორედ ამ სტანდარტის მიხედვით ჩატარდა. ეს სტანდარტი საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ ტურისტული ღონისძიებები იმდაგვარად, რომ გარემოზე მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ.


ISO 21416 - რაც დრო გადის წყალქვეშ ყვინთვა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ დროს ბინძურდება წყალი. ISO 21416 სტანდარტის დახმარებით კი შეგვიძლია ვისიამოვნოთ დაივინგით წყლის დაბინძურების გარეშე.


ISO 18065 - ბუნებაში მოგზაურობა ტურისტული სექტორის საკმაოდ მზარდი მიმართულებაა. წლიდან-წლამდე იმატებს ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც დასვენება ველურ ბუნებაში ურჩევნია, თუმცა წინა შემთხვევების მსგავსად, შესაძლობა დაბინძურდეს გარემო, საფრთხე შეექმნათ ენდემურ მცენარეთა თუ ცხოველთა ჯიშებს, ასევე წითელ წიგნში შეტანილ სახეობებს. ეს სტანდარტი კი საშუალებას გვაძლევს მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან.



*ასე უფრთხილდებიან ეკოტურსიტები ბუნებას მოგზაურობის დროს




 

ISO Consulting - Professionals for Professionals


ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page