top of page

ენერგიის განახლებადი წყაროები და მისი მნიშვნელობა

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. მართლაც, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მათზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება.

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი თვლიდა, რომ კაცობრიობას განადგურება ემუქრებოდა, რადგან მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით (მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს). ამ თემაზე მეცნიერმა 1778 წელს ნაშრომიც გამოაქვეყნა "ტრაქტატი მოსახლეობაზე" და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მალთუსიანელობის თეორიას. თუმცა, მალთუსის ეპოქიდან უკვე 200 წელზე მეტი გავიდა, XVIII საუკუნიდან დღემდე მოსახლეობა 7 მილიარდი ადამიანით გაიზარდა, თუმცა მისი წინასწარმეტყველება მაინც არ ახდა, რადგან კაცობრიობამ ისწავლა არამარტო ენერგიის ეფექტურად გამოყენება, არამედ ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება.

რატომ განახლებადი ენერგია?

განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ის ამოუწურავია, განსხვავებით წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) ამავე დროს, განახლებადი ენერგიის მოპოვება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, შესაბამისად, ასეთი სახის ენერგია გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ გაზრდილი მოთხოვნა ენერგიაზე ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

ენერგიის განახლებადი წყაროების სახეები

არსებობს განახლებადი ენერგიის წყარეობის შემდეგი სახეები:

  • წყლის ენერგია;

  • ტალღების ენერგია;

  • მზის ენერგია;

  • ქარის ენერგია;

  • გეოთერმული ენერგია;

  • ბიომასის ენერგია.

წყლის ენერგია

წყლის ენერგიის გამოყენება კაცობრიობამ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით დაიწყო. მაგალითად, ძველი ბერძნები და რომაელები წყლის ენერგიას დოლაბების ასამოძრავლებლად და მარცვლეულის დასაფქვავად იყენებდნენ. დაახლოებით 100 წლის წინ წყლის ენერგიის გამოყენებით უკვე ელექტროენერგიის მიღება გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმდროინდელ მსოფლიოში. ჰიდროელექტროსადგურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქავეყნის ელექტროენერგიის 80% სწორედ წყლით ენერგიით მიიღება.

*სურათზე: ადამიანური გონებისა და ინჟინერიის ბრწყინვალე ნიმუში - 271 მეტრის სიმაღლის ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც არამარტო საქართველოში, მსოფლიოში სიდიდით მეექსვე ჰესია. 2010 წლამდე ენგურჰესი ინარჩუნებდა ყველაზე დიდი თაღოვანი კახშლის წოდებას.


ტალღების ენერგია

მსოფლიო ოკეანეს დედამიწის ზედაპირის 75% უკავია, შესაბამისად ტალღების ენერგიის ათვისება საკმაოდ პერსპექტიულია. ასევე, ტალღების ელქტროსადგურები წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მსგავსად მუშაობს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი სადგურების აშენება ტექნოლოგიურად უფრო რთული და ძვირადღირებულია, სწორედ ამიტომ მსოფლიოში მხოლოდ 2 ტალღების ენერგიის სადგური ფუქციონირებს, რომელთაგან ერთი საფრანგეთს, ხოლო მეორე კანადას ეკუთვნის.


მზის ენერგია

კაცობრიობამ მზის ენერგიის ათვისება უძველესი დროიდან დაიწყო და მას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდა. მაგალითად, თქმულების მიხედვით ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ ბერძნული ქალაქ სირაკუზის დასაცავად რომაელთა ჯარებისგან სწორედ მზის ენერგია გამოიყენა. მან ლითონის სარკის ზედაპირზე არეკლილი სხივების ფოკუსირებით რომაულ საბრძოლო ხომალდებს ცეცხლი გაუჩინა. გარკვეული დროის შემდეგ კაცობრიობამ მზის ენერგიის გამოყენება უფრო რაციონალური მიზნებისთვის დაიწყო. 1515 წელს ლეონარდო და ვინჩმა შექმნა კონსტრუქცია, რომელიც მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდა.

მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ყოველ საათში დედამიწაზე იმდენი მზის ენერგია აღწევს, რომ ერთი წლის მანძილზე მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნებოდა საჭირო.

არსებობს მზის ენერგიის გამოყენების პასიური და აქტიური მეთოდები. პასიურ მეთოდი არ გულისხმობს რაიმე სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებას. მისი მაგალითია საცხოვრებელი სახლების ისეთი დაპროექტება, რომ მზის ენერგია ეფექტურად იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ძველი ბერძნები მიხვდნენ, რომ მზის ენერგიის სწორი გამოყენება საცხოვრებელი სახლის აშენებისას ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ზაფხულში სახლში ყოფილიყო სიგრილე, ხოლო ზამთარში სითბო. შესაბამისად, შეიმუშავეს შენობების ახლებული არქიტექტურა და ოთახების სწორი დაგეგმარება, რომლის მიხედვითაც მთავარი ოთახები უნდა განლაგებულიყო სახლის განაპირა ნაწილებში და ფანჯრები მიმართული უნდა ყოფილიყო სამხრეთით. ამდაგვარი დაგეგმარების წყალობით, საცხოვრებლის მთავარი ოთახები ზაფხულში ნაკლებ ენერგიას იღებდნენ მზისგან, ხოლო ზამთარში პირიქით - მზის სხივები პირდაპირ უყურებდნენ ოთახებს, რითაც ნარჩუნდებოდა ზამთრის ცივ ამინდებში სახლში სითბო.

*საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პასიური მეთოდის მაგალითი ვარძიაა, რადგან კელიები მზისგან მაქსიმალური განათებითა და სითბოთი იყო უზრუნველყოფილი

მზის ენერგიის გამოყენების აქტიური მეთოდი კი მზის პანელებია. მათი საშუალებით შესაძლებელია არამარტრო წყლის გაცხელება, არამედ ელექტროენერგიის მიღებაც.


შეიტყვეთ მეტი მზის ენერგიაზე.

ქარის ენერგია

ქარის ენერგიას ადამიანები აქტიურად იყენებდნენ ნაოსნობისთვის და ქარის წისქვილების ფუქციონირებისთვის. მაგალითად, ქარის პირველი წისქვილი 4 000 წლის წინ აიგო. XIX საუკუნეში ქარის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო. პირველი სადგური ოჰაიოში 1888 წელს გაიხსნა. ასევე აღსანიშნავია დანიის მაგალითი. დღესდღეისობით ქვეყანა მთლიანი ელექტროენერგიის 28% -ს სწორედ ქარის სადგურებიდან იღებს და დანიის მთავრობის გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 50%-ს უნდა მიაღწიოს.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური 2016 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 20.6 მეგავატია, ხოლო გამომუშავება 84.1 მილიონი კვტ/სთ, რაც 18 000 ოჯახის ელქტრომომარაგებას ნიშნავს.


*ქართლის ქარის ელექტროსადგური


გეოთერმული ენერგია

დედამიწის ბირთვში არსებული ტემპერატურა მზის ზედაპირზე არსებულ ტემპერატურასაც კი აჭარბებს, შესაბამისად მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც ცხელი წყალი ამოდის დედამიწის სიღრმიდან. ამ მხრივ გამოსაყოფია ისლანდია, სადაც რამდენიმე ათეული გეიზერია და გათბობის 87% და ელექტროენერგიის 25% ქვეყანა გეოთერმული ენერგიიდან ღებულობს.

რაც შეეხება გეოთერმულ ენერგიას საქართველოში, ამის მაგალითად აბასთუმნის გოგირდის აბანოები შეგვიძლია ჩავთვალოთ. ასევე საქართველოში 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლებია, რომლებშიც ტემპერატურა 30-იდან 110 ცელსიუსამდე მერყეობს.


ბიომასის ენერგია

ბოიმასას მიეკუთვნება ის ენერგია, რომელიც ბიოლოგიური ორგანიზმების, მცენარეებისა და ცხოველებისგან მიიღება. მაგალითად, უჟანგბადო გარემოში ორგანული ნივთიერებების დაშლით მიიღება ბიოგაზი, რომლის საწვავად გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი. აღნიშნული გაზები აქტიურად გამოიყოფა დაჭაობებულ ადგილებში. ძვ.წ. 2 ათასწლეულში გერმანიაში, მდინარე ელბას მახლობლად არსებული ჭაობებიდან გამოყოფილ ბიოგაზს იქვე მცხოვრები მომთაბარე ტომები აქტიურად იყენებდნენ. ჭაობს ფარავდნენ ტყავის ზედაპირით, შემდეგ ტყავის მილებითვე მიყავდათ სახლებამდე და იყენებნენ გათბობისთვის, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც.


ენერგიის განახლებადი წყაროების მნიშვნელობა

იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის მოსახლეობა რეკორდული სისწრაფით იზრდება, ასევე წლიდან წლამდე უმჯობესდება მსოფლიოში ცხოვრების დონე, ენერგიის მოხმარება სულ უფრო მეტად იზრდება. დედამიწის ბუნებრივი წიაღისეული კი ამოწურვადია, რაც იმას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენერგიის განახლებადი წყაროების უდიდეს მნიშვნელობას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ენერგიის ეფექტურად გამოყენება, რათა არ მოხდეს ენერგიის უაზროდ გაფლანგვა. სწორედ ამაში გვეხმარება ISO 50001, რომელიც არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტი და აყალიბებს მოთხოვნებს და რეკომენდაციებს ენერგო მენეჯმენტის სისტემის მიმართ (EnMS).

ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ რა პოტენციური შესაძლებლობები და თანამედროვე მიდგომები არსებობს ენერგო ეფექტურობის მისაღწევად.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონსულტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

ความคิดเห็น


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page