top of page

კიბერუსფრთხოება და 2 ახალი ISO სახელმძღვანელო

მსოფლიო მოსახლეობის 59% ჩართულია ინტერნეტ ქსელში. ეს ერთი ფაქტიც მეტყველებეს იმაზე, თუ რამხელა მასტაბებთან გვაქვს საქმე. ასევე, მსოფლიო მოსახლების ნახევარზე მეტი დარეგისტრირებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელში. სოციალური ქსელები კი აგროვებენ პეროსნალურ ინფორმაციას, რაც აჩენს პირდაპირ საფრთხეს, რომ ეს ინფორმაცია არაკეთილსინდისიერად იქნას გამოყენებული. ცალკე გამოსაყოფია კიბერთავდასხმები. ყოველდღიურად უამრავი კიბერდამნაშავე ცდილობს საბანკო თუ სხვა სახის პირადი ინფორმაცია მოპარვას და გამოყენებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიო შესაძლოა საკუთარივე ხელით შექმნილი ინტერნეტ ქსელის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს როგორც მსოფლიო ეკონომიკას, ასევე ადამიანთა უფლებებს. ასე რომ, მსოფლიოს სჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც მისცემს საშალებას მოახდინოს ამ საფრთხეების პრევენცია და გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს.

1949 წელს ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორველმა გამოაქვეყნა რომანი "1984" რომლის მოქმედება ვითარდება მომავალში, ბრუტალურ და ანტაგონისტურ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინდივიდს აკვირდება და აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება, არ არის დაცული ადამიანთა პერსონალური ინფორმაცია. ფაქტიურად, ხელისუფლებამ იცის ყოველი მათი ყოველი მოქალაქის ფეხის ნაბიჯიც კი. წიგნის მთავარი გმირი კი ცდილობს როგორმე დაუპირისპირდეს ამ მახინჯ სისტემას და დაანგრიოს ის.


იმისთივოს, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმიუწვდომელი აღმოჩნდეს კიბერდამნაშავეებისგან და ჩვენი ყოველდღიური ყოფაც არ დაემსგავსოს ორველის მიერ აღწერილ სცენარს, ამისთვის უამრავი ორგანიზაცია მუშაობს, რათა ინტერნეტ ქსელი გაცილებით უფრო დაცული ადგილი გახდეს, ხოლო პერსონალური ინფორმაცია - ხელშეუხებელი. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული ამ სფეროში. მათ შორისაა ISO/IEC TS 27100 და ISO/IEC TS 27110 სახელმღვანელოები, რომლებიც ორგანიზაციამ სულ ახლახანს შეიმუშავა. აღნიშნული სახელმძღვანელოების მიზანია ინფორმაციული უსაფრთხოების სწორი მენეჯმენტი. ISO/IEC TS 27110 სახელმძღვანელო განსაზღვრავს თუ როგორ უნდა შეიქმნას თავდაცვის ისეთი სისტემა, რომ მოხდებ კიბერ შეტევებისგან პრევენცია.


ISO/IEC 27001 - ინფორმაციის დაცვა​


ISO 27001 სტანდარტი უზრუნველყობს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატურ კონტროლს, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ გვყავს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც არიან მენეჯმენტის სისტემის ექსპერტები და გააჩნიათ კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება განახორციელონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება, მოგცეთ რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გაგრძნობინონ, რომ თქვენი ბიზნეს ინფორმაცია არის დაცული და შესაბამისად მოგაპოვებინოთ ნდობა სერიოზული ბიზნეს-პარტნიორების მხრიდან.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page