top of page

ISO-ს პროგრამა საკმარისი საკვების მისაწოდებლად 2050 წლისთვის

მსოფლიო მოსახლეობა საოცარი სისწრაფით იზრდება. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ ქვეყანაში შობადობის ბუმია და უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობა უკვე 7.7 მილიარდ ადამიანს აჭარბებს. თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით შენარჩუნდა 2050 წლისთვის მოსახლეობა 9.7 მილიარდს, ხოლო 2100 წლისთვის 10.9 მილიარდს გადააჭარბებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეზღუდული რესურსების ფონზე უნდა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობის მოთხოვნები. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს.


ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი თვლიდა, რომ კაცობრიობას განადგურება ემუქრებოდა, რადგან მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით (მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებს საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს) ამ თემაზე მეცნიერმა 1778 წელს ნაშრომიც გამოაქვეყნა "ტრაქტატი მოსახლეობაზე" და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მალთუსიანელობის თეორიას. ამას ემატება ისიც, რომ დედამიწის ზოგიერთი რესურსი ამოწურვადია. გამართლდება კი მალთუსის შეხედულებები? იქნება კი მომავალში ომები წყლისთვის ან საკვებისთვის?

სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, უნდა კარგად გავიაზროთ თუ როგორ მიმდინარეობს მოსახლეობის ზრდა (აღწარმოება) და რას ნიშნავს დემოგრაფიული გადასვლა. მოსახლეობის აღწარმოება რამდენიმე ფაზად მიმდინარეობს და თითოულ ფაზას თავისი მიზეზები აქვს.

დემოგრაფიული გადასვლის I ფაზა - მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დონე


ინდუსტრიულ რევოლუციამდე შობადობის დონე საკმაოდ მაღალი იყო. ოჯახში საშუალოდ 5-6 ბავშვი იბადებოდა, საიდანაც მხოლოდ 2 აღწევდა ზრდასრულ ასაკს. ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, განუვითარებელი მედიცინა, ანტისანიტარია, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, ხშირი ომები და ა.შ. ამიტომაც, მიუხედავად მაღალი შობადობის დონისა, სიკვდილიანობის დონეც მაღალი იყო და მსოფლიო მოსახლეობა მცირედით იზრდებოდა.

II ფაზა - მაღალი შობადობისა და შემცირებული სიკვდილიანობის დონე


ინდუსტრიულმა რევოლუციამ მსოფლიოს მრავალი სარგებელი მოუტანა. განვითარდა წარმოება, პირველადი დანიშნულების საგნები გახდა უფრო ხელმისაწვდომი, გაიზარდა ცხოვრების დონე და განვითარდა მედიცინა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა. შედეგად მივიღეთ მოსახლეობის ზრდის ბუმი. მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაორმაგდა.

III ფაზა - შობადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირება.


ცხოვრებისა და მედიცინის დონის ზრდასთან ერთად, ზრდასრულ ასაკს თითქმის ყველა ბავშვი აღწევდა, ამის გამო საშუალოდ უფრო ნაკლები ბავშვი იბადებოდა ოჯახში, ამიტომაც შობადობის ბუმი ნელ-ნელა შემცირდა და გაუთანაბრდა სიკვდილიანობის დონეს.

ამ ყველაფერს კი მივყავართ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე - IV ფაზამდე, რომლის დროსაც, მოსახლეობის რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, ადამიანები ხდებიან კონცეტრირებულნი კარიერაზე, განვითარებაზე, იზრდება დასაქმებული ქალების რაოდენობა, ოჯახებს ჰყავთ საშუალოდ 1 ან 2 ბავშვი და ა.შ.

*დემოგრაფიული გადასვლის ფაზები

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, იზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა, კლებულობს შობადობა და იზრდება საშუალო ასაკის ადამიანთა ხვედრითი წილი მოსახლეობაში. მოსახლეობის აღწარმოების ეს მოდელი ადეკვატურად ასახავს ყოველი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას და ამავე დროს, სწორედ ასეთ ფაზებად მიმდინარეობს ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება.

მაშინ რას გვიქადის მომავალი? მოხდება სამომავლოდ ომები რესურსებისთვის?

მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მალე გადავლენ ქვეყნები მოსახლეობის აღწარმოების მეოთხე ფაზაზე. ეს უბრალოდ დროის საკითხია. მაგალითად პირველიდან მეოთხე ფაზამდე გადასასვლელად დიდ ბრიტანეთს 80 წელი დასჭირდა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კიდევ უფრო ნაკლები, სამხრეთ აფრიკას 34 წელი, ხოლო ირანს სულ რაღაც 10 წელი.


საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვათ, რომ მოსახელეობის ასეთი ქაოსური ზრდა დროებითია და დროთა განმავლობაში შენელდება. უახლესი გათვლებით, დედამიწის მოსახლეობა 12 მილიარდ ადამიანს არასდროს გადააჭარბებს და ამის მიზეზი ომები სულაც არ იქნება, არამედ - განვითარება. ასე რომ, ზემოთხსენებულ კითხვებზე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ: სამომავლოდ ომები რესურსებისთვის არ მოხდება.

თუმცა, 12 მილიარდი ადამიანი საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ხოლო მათი საკმარისი რაოდენობის რესუსრებით უზრუნველყოფა - დიდი გამოწვევა. მაგრამ ამ საკითხზე უკვე მრავალი ჭკვიანი ადამიანი მუშაობს, იხვეწება ტექნოლოგები, წინ მიიწევს წარმოება და ა.შ. ამ საკითზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც უკვე შეიმუშავა პროგრამა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ საკმარისი რაოდენობის საკვები რესურსი მსოფლიოს 2050 წლისთვის.

ასე რომ, ერთობლივი ძალისხმევით კაცობრიობის მომავალი ისეთი ბნელი სულაც არ იქნება, როგორიც თომას მალთუსმა იწინსაწრმეტყველა, არამედ გაცილებით უკეთესი ვიდრე წარმოგვიდგენია.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია


5,456 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page