• გიორგი კიკაძე

მწვანე არქიტექტურა და განახლებული ISO 15392 სტანდარტი

"ჩვენ ვაშენებთ შენობებს და მერე ეს შენობები გვაშენებენ ჩვენ“ - იუსტონ ჩერჩილის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მსოფლიო უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. ჩვენ ყოველდღიურობაზე, ცხოვრების ხარისხსა თუ ეკონომიკურ განვითარებაზე ინფრასტრუქტურა უდიდეს გავლენას ახდენს. განსაკუთრებით შენობების არქიტექტურა, რადგან სწორედ ისინი აძლევენ სხვადასხვა ტიპის დასახლებებს განსაკუთრებულ იერსახესა თუ მიმზიდველობას.

რა არის მწავნე არქიტექურა?

მწვანე არქიტექტურა კონცეპტუალური მიდგომაა მშენებლობების მიმართ, რომელიც ამცირებს მშენებლობის დროს გამოწვეულ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. ეკოლოგიური არქიტექტურის მიზანია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მწვანე არქიტექტურა საშუალებას გვაძლევს გაცილებით ენერგიეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები. მაგალითად, ასეთი ტიპის შენობები ისეა დაპროექტებული, რომ უკეთ შეინარჩუნოს სითბო, ასევე ზაფხულის ცხელი ამინდების დროს შენობაში იყოს სიგრილე და ა.შ.

მწვანე არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • ენერგო ეფექტური განათება და ტექნიკა;

  • წყლის დამზოგავი სანტექნიკა;

  • განახლებადი ენერგიის გამოყენება, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია;

  • სავენტილაციო სისტემა, ეფექტური გათბობისა და გაგრილებისთვის;

  • არატოქსიკური და არასინთეტიკური მასალების გამოყენება;

  • ადგილობრივი საბადოებიდან მოპოვებული ნედლეულის გამოყენება;.

  • ძველი შენობა-ნაგებობების ადაპტირება და გამოყენება;

  • გადამუშავებული არქიტექტურული ნარჩენების გამოყენება;

  • სივრცის ეფექტური გამოყენება;

  • ოპტიმალური ადგილმდებარეობის შერჩევა, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მზის სინათლე.

*მწვანე არქიტექტურის მაგალითი. იაპონია. ქალაქი ფუკუოკა.

დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა რესურზებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მწვანე არქიტექტურის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშოირო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO 15392 სტანდარტის განახლებული ვერსია, რომელიც კიდევ უფრო უკეთ მოერგება თანამედროვე გამოწვევებს. სტანდარტი საშუალებას აძლევს სამშენებლო კომპანიებს მშენებლობის დროს იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული მწვანე არქიტექტურის პრინციპებით.

სტანდარტი შემუშავებულია მაღალკვალიფიციური ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 59/SC 17 კომიტეტის მიერ, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა სხვა 17 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავების პროცესში. ამჟამად კომიტეტი 3 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.