პერსონალური ინფორმაციის კიბერუსაფრთხოება

ინტერნეტმა მთელი მსოფლიო მოიცვა. უახლესი მონაცემებით, ინტერნეტთან წვდომა 4.4 მილიარდ ადამიანს აქვს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 57.3 პროცენტია. ჩრდილო ამერიკის და ევროპის კონტინენტზე პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს (ჩრ. ამერიკა - მოსახლეობის 89.4%, ხოლო ევროპა - მოსახლეობის 86.8%). ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აფრიკის კონტინენეტზეა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 39% -ს აქვს წვდომა ინტერნეტთან. აქედან გამომდინარე, ინტერნეტში მილიარდობით ადამიანის პირადი ინფორმაცია ინახება და მას შესაბამისი დაცვა სჭირდება - სწორედ ამას ითვალისწინებს ახალი ISO სტანდარტი (ISO/IEC 27701) რომლის უმთავრესი მიზანია გადააქციოს ინტერნეტ სივრცე უფრო უსაფრთხო ადგილად და დაიცვას პერსონალური ინფორმაცია.

მსოფლიო მასშტაბით, ბოლო წლებში ბიზნესზე კიბერშეტევათა რაოდენობა გაორმაგდა. ე.წ. ჰაკერთა მთავარი სამიზნე არა მარტო ინტერნეტ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია, არამედ მათი საბანკო ანგარიშებია. 2017 წლის მონაცემებით ჰაკერებმა 172 მილიარდი ამერიკული დოლარის მოპარვა შეძლეს საბანკო ანგარიშებიდან. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 143 მილიონი საბანკო ანგარიშიდან 19.4 მილიარდი ამერიკული დოლარი მოიპარეს.

სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკიდან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზამ (ISO) გადაწყვიტა შეემუშავებინა ISO/IEC 27701, რომელიც ISO/IEC 27001 (ინფორმაციის დაცვა) და ISO/IEC 27002 (ინფორმაციული ტექნოლოგიები) სტანდარტების გაიდლაინია. მისი მთავარი ფუნქციაა ინტერნეტში პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ამ ინფორმაციის დაცვის მეთოდების გაუმჯობესება და კიბერდანაშაულის შემცირებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ISO/IEC 27001 და ISO/IEC 27002 პერსონალური ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემებია, ხოლო ISO/IEC 27701 მათი გაიდლაინია.

კიბერუსაფრთხოება საქართველოში

ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოში საგანგაშოდაა გაზრდილი კიბერშეტევები, რომლებიც აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებიდან ხორციელდება. უმეტესად გვხდება ე.წ. "ფიშინგ" შეტევები (ბანკების სახელით ყალბი ვებ-გვერდების შექმნა), რა დროსაც მომხარებელი ტყუვდება და ყალბ საბანკო საიტზე შეჰყავს პერსონალური მონაცემები. 2019 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით საქართველოში საბანკო ანგარიშებზე კიბერშეტევათა რიცხვი 211% -ით არის გაზრდილი და დაზარალებულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ დღეში ასეულობით კიბერშეტევის მოგერიება ხდება.

ISO/IEC 27001 - ინფორმაციის დაცვა​
ISO 27001 სტანდარტი უზრუნველყობს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატურ კონტროლს, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა.

ჩვენ გვყავს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც არიან მენეჯმენტის სისტემის ექსპერტები და გააჩნიათ კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება განახორციელონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება, მოგცეთ რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გაგრძნობინონ, რომ თქვენი ბიზნეს ინფორმაცია არის დაცული და შესაბამისად მოგაპოვებინოთ ნდობა სერიოზული ბიზნეს-პარტნიორების მხრიდან.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

ბოლო სიახლეები
არქივი
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.