პლასტმასა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

პლასტმასა XIX საუკუნეში გამოიგონეს, ხოლო მისი აქტიური წარმოება 1950 წლიდან დაიწყო. ამას უამრავი მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში მისი წარმოება ნაკლები რესურსითაა შესაძლებელი, გამძლეა, შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიცემა, ელასტიურია და ა.შ. მისი წარმოებით მრავალი პრობლემა გადაიჭრა. თუმცა, დღეს მის მავნე შედეგენს უკვე ვიმკით. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეში ყოველწიურად 12 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ხვდება, რაც უკვე საგანგაშო ციფრია. ამასთან ერთად, მის დაშლას საუკუნეები სჭირდება.

ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ფრიგიის მეფე მიდასმა დიონისეს სთხოვა ებოძა მისთვს ისეთი ძალა, რომ რასაც კი შეეხებოდა ყველაფერი ოქროდ ქცეულიყო. მეფის სიხარული ხანგძლივი არ აღმოჩნდა, მისი ამ "უნარის" წყალობით ცხოვრების ჩვეული ტემპიდან ამოვარდა, სხვისი დახმარების გარეშე ვერ ჭამდა, ვერც ეძინა და ბოლოს საკუთარი შვილიც კი ოქროს ქანდაკებად აქცია. სასოწარკვეთილი მეფე კვლავ შეევედრა დიონისეს, რათა მისთვს ეს ძალა წაერთმია. მეფე მიდასის ისტორია აქ მთავრდება. თუმცა 1950 წლიდან უკვე ჩვენი, კაცობრიობის ისტორია იწყება, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს პლასტმასის წარმოება, რომელიც ერთი შეხედვით "ჯადოსნური" მატერია იყო და უამრავ პრობლემას აგვარებდა. მალე უდიდეს პრობლემად მოგვევლინა, რადგან ის უკვე ყველგანაა: თითქმის ყველა ელექტრონული მოწყობილობა პლასტმასისგანაა დამზადებული, მისი საშუალებით ხდება შეფუთვა, მათ შორის საკვები საშუალებებისაც კი. პლასტმასის ბოჭკოები უკვე საჭმელშიცაა, რომელსაც ვჭამთ, წყალში, რომელსაც ვსვავთ და ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ და ეს ყველაფერი პლასტმასას დაშლის შედეგად მიღებული მიკროპლატმასის ნაწილაკების "დამსახურებაა."

მეფე მიდასთან რომ გავავლოთ პარალელი, ჩვენც ყველაფერი ოქროდ არა, მაგრამ პლასტმასად ნამდვილად ვაქციეთ.

*დაკა, ბანგლადეში, სადაც მდინარეში ირეცხება ტონობით გამჭირვალე პლასტმასა მის შემდგომში გადამუშავების მიზნით

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში მილიონობით ტონა პლასტმასა ხვდება. მათი ზღვის წყალთან ურთიერთქმედებით კი იშლება პატარა ნაწილებად - მიკროპლასტმასად, რომლის ზომა შეიძლება რამდენიმე მილიმეტრი ან კიდევ უფრო პატარა იყოს. ამ ნაწილაკებს ჭამენ პლაქტონები, რომლებიც უფრო დიდი ზომის თევზების საკვებია. სწორედ ასე ხვდება თევზის ხორცში პლასტმასის ნაწილაკები. ამასთან ერთად. ზღვაში მოხვედრილი პლასტიკური ნარჩენები მილიონობით თევზის სიკვდილის მიზეზია.

ასევე, ბოლო დროს გერმანიაში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პლასტმასის ბოჭკოები 24 სხვადასხვა დასახელების ლუდში აღმოჩნდა. ასევე მის ბოჭკოებს მიაგნეს თაფლში და შაქარშიც. გავლენიანი გამოცემა "გარდიანის" მონაცემებით კი სასმელი წყალი მიკროპლასტასას ნაწილაკებით უკვე ხუთივე კონტინენტზეა დაბინძურებული, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც აღებული წყლის ნიმუშების 94%-ში აღმოჩნდა აღნიშნული ნივთიერება.

როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას?

გამოსავალი პლასტმასის ბიოდიგრებადი ნივთიერებით ჩანაცვლებაა, ასევე ნაკლებად შევიძინოთ პლასტმასით დამზადებული ნივთები, შოპინგზე ვიაროთ საკუთარი ხელჩანთით და ა.შ. ასევე 2019 წლის 1 აპრილიდან საქართელოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. შეზღუდვა ეხება მხოლოდ გარკვეული სისქის პლასტიკის პარკებს.

მოვუფრთხილდეთ გარემოს - ეს ჩვენი ვალდებულებაა.

ISO Consulting - Professionals for Professionals

თვალი გვადევნეთ Facebook, რათა შეიტყოთ მეტი !

არქივი
ბოლო სიახლეები
ტეგები
  • Facebook Basic Square
თვალი ადევნეთ ...

T:  +995 32 210 45 77

D: +995 593 118113

გვიპოვეთ სიციალურ ქსელებში...

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • LinkedIn Social Icon

თორნიკე ერისთავის ქ. #6,  0101, თბილისი, საქართველო

© 2018 by The ISO Consulting. All rights reserved.