top of page

რა არის ციფრული ეკონომიკა?

დღევანდელი რეალობა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, მან თვითოული ჩვენგანის ცხოვრებაში დაიდო ბინა. სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მონაცემებით მომხარებელთა დაახლოებით 50 პროცენტი საიტზე გაღვიძებისთანავე შედის და ამოწმებს სიახლეებს. მხოლოდ ეს პატარა ფაქტიც მეტყველებს იმას, თუ რამდენად შემოაღწია ციფრულმა რეალობამ ჩვენს ყოველდღიურობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ციფრულ ტექნოლოგიებს ბევრი დადებითი მხარე და დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ.

2019 წლის მონაცემებით, 7.6 მილიარდი ადამიანიდან, მობილური ტელეფონი 5.1 მილიარდს აქვს, ხოლო 4.3 მილიარდი სარგებლობს ინტერნეტით. ანუ გამოდის, რომ მსოფლიო მოსახლეობის 67% -ზე მეტი დაკავშირებულია ციფრულ ტექნოლოგიებთან, რაც ქმნის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს უამრავი კომპანიისთვის. ხოლო ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, ციფრული ეკონომიკა ეწოდება.

ციფრული ეკონომიკა მზარდი სფეროა. იგი მოიცავს; სოციალური მედიას, ინტერნეტ ვაჭრობას, კომპიუტერულ ქლაუდ სისტემებს, მობილური ვებ-სერვისებს და სხვა მრავალს. დღეს - დღეისობით ამ სფეროში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დასაქმებული, აქედან 25 მილიონი პროგრამისტი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ტემპით მიიწევს წინ აღნიშნული დარგი, რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება.

უდიდეს პოტენციალთან ერთად, ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განვითარების შანსებს და ამავდროულად უამრავ ახალგაზრდას სთავაზობს სტაბილურ სამსახურს, რადგან სწორედ მათთვისაა კომპიუტერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ასევე, ევროკომისიის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მცირე ბიზნესის ზრდის ტემპი 3-ჯერ მაღალია, თუ კომპანია ციფრული ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობს. ასე რომ, ციფრული ტექნოლოგიები შეგვიძლია მოვისაზროთ როგორც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის კატალიზატორი.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ეს სფერო დღითიდღე იხვეწება და ვითარდება. უკვე არსებობს მრავალი კომპანია, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობს, იქმნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტი და სტარტაპი.

მიუხედავად ციფრული განვითარებისა, ნებისმიერი დაუცველი სისტემა მოწყვლადია ყველა სახის საფრთხის მიმართ, როგორებიცაა კომპიუტერით თაღლითობა, საბოტაჟი, ვირუსები და სხვა. სწორედ ამ საფრთხეებისგან თავის დასაცავად შეიქმნა ISO/IEC 27001. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ აღნიშნული სტანდარტის დანერგვაში, რადგან ჩვენ გვყავს საერთაშორისო აუდიტორები, რომლებიც არიან მენეჯმენტის სისტემის ექსპერტები და გააჩნიათ კვალიფიკაციის მაღალი დონე. მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება განახორციელონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვის მენეჯმენტის სისტემის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება, მოგცეთ რეკომენდაციები სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გაგრძნობინონ, რომ თქვენი ბიზნეს-ინფორმაცია არის დაცული და შესაბამისად მოიპოვოთ ნდობა სერიოზული ბიზნეს-პარტნიორების მიერ.​

დაგვიკავშირდით, რათა მიიღოთ საჭირო ინფორმაცია პროფესიონალებისგან.

საბოლოო ჯამში კი შეგვიძლია დავასკვნათ: ციფრული ეკონომიკა სამომავლო პროექტი სულაც აღარაა, ის ამჟამინდელი რეალობაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ სწორად, რათა მივაღწიოთ წარმატებას.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია


1,683 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page