top of page

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". მან ეს უკანასკნელი განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს, როგორც ადამიანმა და მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილებები. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში. დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს "GOOGLE" თუ "SAMSUNG" სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ძებნის დროს თუ სმარტფონით სურათების გადაღებისას. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერც ერთი თანამედროვე ელექტრონული დანადგარი ვერ იმუშავებს.

მსოფლიო განვითარებასთან ერთად, იხვეწება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც. ის ახლა გაცილებით ჭკვიანია ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. თუმცა, სადამდე შეგვიძლია განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტი? არსებობს კი რაიმე ზღვარი?

2001 წელს ჰოლივუდელმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი "ხელოვნური ინტელექტი". ფილმის სიუჟეტი კლიმატური ცვლილებების შემდგომ სამყაროში ვითარდება, სადაც წყალმა ხმელეთის დიდი ნაწილი დაფარა, წყლის ქვეშ აღმოჩნდა მრავალი ცნობილი ქალაქი და ადამიანთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. დარჩენილი მწირი რესურსების გამო, კაცობრიობა იძულებული გახდა შეეზღუდა გამრავლების პროცესი. სწორედ ამიტომაც შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი - პატარა ბიჭუნა სახელად დევიდი, რომელიც იმდენად განვითარებულია, რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია და ამავდროულად, სიყვარულიც კი შეუძლია. დევიდი იყო რობოტი, რომელსაც შეეძლო მშობლებისთვის შვილი ჩაენაცვლებინა, გამოეხატა სიყვარული და მოეხმარა გაცილებით ნაკლები რესურსი ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. სწორედ აქ იბადება მორალური კითხვა: რა პასუხიმსგებლობა ექნება ადამიანს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტის წინაშე? ან გავრცელდება თუ არა მათზე კონსტიტუცია? რა პასუხისმგებლობა ექნებათ მათ საზოგადოების წინაშე? შეიძლება იფიქროთ, რომ ამ კითხვებს შორეულ მომავალში გადავყავართ და ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა, მაგრამ თუ გვაითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ფილმის სცენარში აღწერილი რეალობა სამეცნიერო ფანტასტიკა სულაც აღარაა.

დევიდი მხატვრულ ფილმ "ხელოვნური ინტელექტიდან"

ახლა კი დავუბრუნდეთ დღევანდელ რეალობას და გავიხსენოთ თუ როგორ იხვეწებოდა ხელოვნური ინტელექტი. იდეა ჯერ კიდევ ანტიკურ ბერძნულ მითოლოგიაში ჩაისახა ტალოსის კულტის სახით, რომელიც ბრინჯაოსგან იყო შექმნილი და მისი მოვალეობა იყო კუნძულ კრეტის დაცვა დამპყრობლებისგან. თქმულების მიხედვით, ის ზევსმა უბოძა კრეტის მმართველ მინოსს. ასევე საინტერესოა, რომ ტალოსის მოწყვლადი ადგილი ქუსლი იყო. მითოლოგიის მიხედვით ტალოსის დამარცხება გრძნეულმა მედეამ (კოლხეთის მეფის აიეტის უმცროსმა ქალიშვილმა) შეძლო, რომელმაც ზუსტად გამოიცნო გოლიათის სუსტი წერტილი.

რაც შეეხება პირველ პროგრამას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მუშაობდა 1950 -იან წლებში შეიქმნა IBM-ის მიერ. ასევე ამ კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომელსაც ჭადრაკის თამაში შეეძლო. 1997 წლის 11 მაისს პროგრამამ მსოფლიო ჩემპიონის ჭადრაკში გარი კასპაროვის დამარცხება შეძლო.

*გარი კასპაროვი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, 1997 წელი

ხელოვნური ინტელექტის განვითარება აქ არ დასრულებულა, დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო იხვეწებოდა. 2004 წელს ნასამ მარსის ზედაპირის შესასწავლად 2 ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი გაგზავნა, რომლებმაც მეცნიერებს უძვირფასესი მონაცამები მიაწოდა პლანეტის შესახებ. ნასა ერთადერთი არაა, ვინც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებს. მისი გამოყენება უამრავმა კომპანიამ დაიწყო და დღეს-დღეისობით იგი უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობას.

2018 წელს თბილისს ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია ესტუმრა. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო "ჰანსონ რობოტიკსმა" და 2016 წელს საზოგადოებას წარუდგინა. დღეს ჰუმანოიდი რობოტი საუდის არაბეთის მოქალაქეა, უამრავ გავლენიან გამომცემლობას მისცა ინტერვიუ და შეხვდა მრავალ წამყვან პოლიტიკოსს. სოფია დღითიდღე იხვეწება, ინტერვიუების დროს ზოგი მისი პასუხი შთამბეჭდავია, ხოლო ზოგი - აბსურდული, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. მისი ინტელექტი ძალიან სწრაფად მიიწევს წინ.

*რობოტი სოფია საქართველოში

ხელოვნური ინტელექტი და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას არსებობის ისტორიაში მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული და გამონაკლისი არც ხელოვნური ინტელექტია. 2020 წელს აღნიშნულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ელექტრონულ კომისიასთან (IEC) თანამშრომლობით შეიმუშავა ახალი ISO/IEC TR 24028:2020 სტანდარტი, რომელის დახმარებითაც, ყველა ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელქტის დახმარებით მუშაობს გახდება გაცილებით უფრო უსაფრთხო და დაცული, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი სანდოობა. სტანდარტის დახმარებით შესაძლებელია გაანალიზდეს ყველა ის ფაქტორი, რომლის გამოც შეიძლება დაზიანდეს ხელოვნური ინტელექტის სანდოობა და ამავე დროს, სტანდარტი შეიძლება გამოიყენოს ყველა ტიპის ორგანიზაციამ, მიუხედავად დარგისა თუ ზომისა.

სტანდარტი შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/IEC JTC 1 კომიტეტის შემადგენლობაში არსებულმა SC 42 ქვეკომიტეტმა, რომელსაც უკვე შემუშავებული აქვს 5 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 15 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს. კომიტეტის საქმიანობის სფერო პირდაპირ კავშირშია ხელოვნურ ინტელექტთან.

საბოლოო ჯამში, რაც უფრო უკეთ ვსწავლობთ თუ როგორ "მუშაობს" ადამიანი და როგორაა ის მოწყობილი, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი ან თუნდაც როგორ ვაზროვნებთ, სულ უფრო და უფრო ვხვეწავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს და მის უნარებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მალე ხელოვნული ინტელექტი კაცობრიობის განვითარების კატალიზატორი გახდება, უფრო და უფრო მეტად დაეხმარება ადამიანებს. უახლესი პროგნოზების მიხედვით, შემდეგ 50 წელში ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითად, მისი დამხარებით ჩატარდება სასკოლო გამოცდები, გამოქვეყნდება მათ მიერ დაწერილი სტატიები ინტერნეტსა თუ გაზეთებში და ა.შ.

*ცნობილი იუთუბ არხის Kurzgesagt-ის მოსაზრება ხელოვნური ინტელექტის შესახებ (ნაწყვეტი)


 

ISO Consulting - Professionals for Professionals

ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია

15,029 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page