top of page

როგორ შევინარჩუნოთ უვნებელი სურსათი

სურსათის მომზადებისას თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას მნიშვნელოვანი წესები,

რათა თავიდან აირიდოს ჯანმრთელობისათვის საზიანო პრობლემები, რომლებსაც არასწორად მომზადებული ან დაბინძურებული საკვები იწვევს.


ძალიან ხშირად გავრცელებული პრობლემაა დაბინძურებული საკვების მიღების შემდგომ მოწამვლა.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია სურსათის არასწორად მომზადების შედეგად, გთავაზობთ რამდენიმე ძირითად წესს, რომელთა გათვალისწინებაც აგვარიდებს ინფექციებსა და მოწამვლას:


საჭრელი დაფის გამოყენება


საჭრელი დაფის გამოყენებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბოსტნეულისა და ხორცისთვის არ გამოვიყენოთ ერთი და იგივე ინვენტარი, როგორებიცაა დაფა და დანა, ვინაიდან, უმი ხორცი შეიცავს მრავალ ბაქტერიას და შესაძლოა გადავიდეს საკვებზე.


ხილის გარეცხვა


ხილის გარეცხვაში გასაკვირი არაფერია, თუმცა არსებობს ხილის ნაირსახეობები, რომელთა გარსიც არ არის საჭმელად ვარგისი. მაგ:საზამთრო, ნესვი. შესაბამისად, ასეთ ხილს ზოგი ადამიანი არ რეცხავს, თუმცა ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ვინაიდან, გარსზე არსებული ბაქტერიები, ხილის გაჭრის შემდგომ, შესაძლოა მოხვდეს რბილობში, რამაც გამოიწვიოს მოწამვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველანაირი ხილის კარგად გარეცხვა და შემდგომ გარსის საფუძვლიანად მოშორება.


შეუხვეველი ჭრილობა


კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უშვებენ, არის შეუხვეველი ჭრილობით ამა თუ იმ პროდუქტთან მუშაობა სამზარეულოში. ის ბაქტერიები, რომლებიც შეუხვეველ ჭრილობაშია, საკვებში მოხვედრის შემთხვევაში გამოიწვევენ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ინფექციები და საკვებით მოწამვლა. ამიტომ უმნიშვნელო ნაკაწრის შეხვევაც კი აუცილებელია.


გამლღვალი ნაყინის ხელახლა გაყინვა


არ გაყინოთ ნაყინი, რომელიც უკვე ერთხელ გალღვა, რადგან, როდესაც ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე რჩება გარკვეული პერიოდით, შესაძლოა განვითარდეს ისეთი ბაქტერია, როგორიცაა ლისტერია. მისი ორგანიზმში მოხვედრა კი იწვევს ინფექციას.


გახსნილი კონსერვის შენახვა


თუ თქვენ ერთხელ გახსნით კონსერვს და მასში არსებული საკვებს ბოლომდე არ მოიხმართ, არ შეინახოთ მაცივარში იმავე კონსერვით. ნაცვლად ამისა, გადაიტანეთ საკვები დახურულ კონტეინერში. ასე თავიდან აიცილებთ კონსერვის ქილაში არსებული მეტალის სხვა საკვებში მოხვედრის რისკს.


არსებობს კიდევ არაერთი წესი და დეტალი, რომელთა გათვალისწინებაც უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს ის ძირითადი წესებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურობაში.


იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგებათ.













17 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page