სასმელი წყლის დეფიციტი მსოფლიოში
მიუხედავდ იმისა, რომ დედამიწის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული, მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებსა, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა ლოკალიზებული. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყლის დეფიციტია. თუ გლობალური დათბობისა და მიწების გაუდაბნოების ტემპი ასეთი სიხშირით გაგრძელდა, 2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 2/3-ს შეექმნება სასმელი წყლის დეფიციტი.
სანამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ვიმსჯელებთ, მანამდე განვმარტოთ თუ რას ნიშნავს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა. საერთაშორისო განსაზღვრების მიხედვით, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა არანაკლებ 20 ლიტრი წყალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსში. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სასმელი წყლის დეიფიციტი. დღეს-დღეისობით ასეთი პრობლემის წინაშე დედამიწის მოსახლეობის 40% დგას.
სასმელი წყლის დეიფიციტი თავის მხრივ, უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორისაა ანტისანიტარია, რომელიც მრავალი დაავადებისა თუ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზია. ასევე წყლის დეიფიციტი ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დაავადებებს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან, ასევე გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
*არანაკლები პრობლემაა სასმელი წყლის დაბინძურება
რაც შეეხება პრობლემის გამომწვევ მიზეზებს, მათგან უმთავრესი გლობალური დათბობაა. ასევე, მიწებს სწრაფი გამოფიტვა და გაუდაბნოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ხმელეთის 1/4-ს. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის რეკორდული ზრდის შედეგია. გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტ საკვებ რესურს მოითხოვს, რაც ზრდის კიდეც მიწების გამოფიტვისა და გაუდაბნოების შანსებს. სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 17 ივნისს აღინიშნება მსოფლიო გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღე, რომლის მიზანი გაუდაობნოების ტემპის შემცირებაა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ 20 წელიწადში მტკნარ წყალმე მოთხოვნა ორმაგდება, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებითაც. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ელოდება სასმელი წყლის მიწოდების მხრივ მომავალში. როგორ უნდა ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას? კითხვაზე ერთიანი პასუხი არ არსებობს, რადგან პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და სწორედ ასეთივე მიდგომას ითხოვს ჩვენგან. პირველ რიგში, აუცილებელია გლობალური დათბობის ტემპის შემცირება, ისევე როგორც გაუდაობნოების ტემპისა. რესურსები უნდა მოვიხმაროთ უფრო ეფექტიანად და არ მოხდეს მათი უაზრო ფლანგვა. ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელიც ავტორია მთელი რიგი სტანდარტებისა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. მათ შორის გამოსარჩევია ISO 14080, რომლის მთავარი მიზანი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაა. ეს უკანასკნელი კი სასმელი წყლის დეფიციტის მთავარი გამომწვევი მიზეზია. ასევე, ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 14064-2 და ISO 14064-3, რომელთა მთავარი მიზანიც როგორც სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე მათი კონტროლია.
მიუხედავად აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობისა, რესურსების ეფექტიანი გამოყენებით, ISO სტანდარტების ჯეროვანი შესრულებითა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორის დაკმაყოფილებით სასმელი წყლის დეფიციტის აღმოფხვრა რთული, თუმცა შესაძლებელი ამოცანაა.
ISO Consulting - Professionals for Professionals
ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.
დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია
Comments