top of page

სურსათის საერთაშორისო დღე

უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 5 ბავშვიდან 3 ან შიმშილობს ან ჭარბი წონა აწუხებს. ასევე 800 მილიონი ადამიანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის საკვებს ყოველდღიურად და დაახლოებით ამდენივეს აწუხებს ჭარბი წონა. როგორც უკვე ვხედავთ, პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და მის აღმოფხვრას ბევრი შრომა დასჭირდება. სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 16 ოქტომბერს მსოფლიოში სურსათის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ზემოთხსენებული პრობლემების აღმოფხვრაა.

გლობალიზაცია, ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილებები, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები, არეულობები, დაპირისპირებები და ომები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა არასრულყოფილ კვებასა თუ ჭარბ წონაზე. გაზრდილი ურბანიზაციის გამო ადამიანები იძულებულნი ხდებიან მიმართონ სწრაფ კვებას, რომელიც არაჯანსაღია და იწვევს ჭარბწონიანობას. კლიმატურ ცვლილებებს და ომებს კი თან სდევს შიმშილი.

*სირიაში არსებულმა ომმა 50%-ით შეამცირა ქვეყანაში სურსათის წარმოება და სურსათზე ფასები 1000%-ზე მეტად გაიზარდა, რის გამოც ქვეყანაში მილიონობით ადამიანი შიმშილობს.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემების მასშტაბურობისა, გამოსავალი არსებობს და ამაზე ბევრი ადამიანი უკვე მუშაობს. მაგალითად სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს 1600-ზე მეტი სტანდარტი, რომელთა მიზანი მოსახლეობისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებაა. სურსათის საერთაშორისო დღე კი ემსახურება ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას და საკვების მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე მხოლოდ სურსათის პროგრამამ (World Food Programme) 2011 წლიდან დღემდე 1.3 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო სირიელი ლტოლვილებისთვის.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომელის მიზანია 2030 წლისთვის მსოფლიოში შიმშილის მნიშვნელოვნად შემცირება.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page