ტრენინგების სერია: "HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის"
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 აგვისტოს #173 დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში, HoReCa სექტორში რეგისტრირებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სურსათის გადამუშავებას ან მიწოდებას (რესტორნები, სასადილოები, კაფე-ბარები და სხვა), ვალდებულია დანერგოს HACCP სისტემა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა HoReCa სექტორის წარმომადგნელებს სთავაზობს 2-დღიანი ონლაინ ტრენინგების ციკლს თემაზე: "HACCP პრინციპები, ინტეპრეტაცია და გამოყენება HoReCa სექტორისთვის".
ტრენინგები ჩატარდება 2021 წლის მაის - ივნისის თვეებში HoReCa ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებით დაკომპლექტებული 10 ჯგუფისთვის.
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია (მაქსიმუმ 15 ბიზნესიპერატორი ერთ ტრენინგის კურსზე).
ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა და გადმოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: t.lukashvili@bhg.ge
გადმოწერეთ თანდართული ფორმა:
შერჩევის შემთხვევაში, დაგიკავშირებით და გაცნობებთ ტრენინგის ზუსტ თარიღს და სხვა დეტალებს.
ტრენინგი სრულად დაფინანსებულია HoReCa სექტორის (რესტორნის, კაფე-ბარის, სასტუმროს სამზარეულოს, ან სხვა საზ. კვების ობიექტის) თანამშრომლებისთვის, რომლებიც ოპერირებენ შემდეგ რეგიონებში:
აჭარა
იმერეთი
კახეთი
სამეგრელო
სამცხე-ჯავახეთი.
შენიშვნა: თითო ორგანიზაციიდან დაიშვება მხოლოდ 1 მონაწილე. რეკომენდირებულია სამზარეულოში სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელი პირი.
კურსის შინაარსი:
HACCP სისტემის საფუძვლები;
წინასწარი პროგრამები (PRPs) და კანონმდებლობა;
საფრთხის ანალიზის მოსამზადებელი ეტაპები;
საზ. კვების ობიექტის საფრთხის ანალიზი;
საზ. კვების ობიექტის HACCP გეგმის შემუშავება;
ვალიდაცია და ვერიფიკაცია;
HACCP სისტემის შენარჩუნება;
კურსის მიმოხილვა.
კურსი ჩატარდება ვირტუალურ ფორმატში ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
ტრენინგის მონაწილეებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ:
კომპიუტერი, უწყვეტი ელ.ენერგიით და ინტერნეტით;
ვიდეო კამერა;
დინამიკები/ ყურსასმენები;
მიკროფონი;
სამუშაო მაგიდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესასრულებლად.
ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილე მიიღებს:
ტრენინგის მასალას, სავარჯიშოების და სახელმძღვანელოს ჩათვლით
HACCP ტრენინგის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ტრენერები:
ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია ბრიტანული კომპანია Lloyd's Register-ის მიერ.
ტრენინგს კითხულობენ Lloyd's-ის ავტორიზებული ტრენერები:
ივანე დიდბერიძე - ISO/FSSC 22000, ISO 9001 და ISO 45001 წამყვანი აუდიტორი, რომელსაც გააჩნია ISO სტანდარტების დანერგვის და აუდიტების ჩატარების 17 წლიანი გამოცდილება;
გვანცა ქორაია - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი, ISO/FSSC 22000 და BRCGS წამყვანი აუდიტორი;
ქეთევან წულაია - საკვები პროდუქტების ბიოტექნოლოგიის მაგისტრი, ISO/FSSC 22000 და BRCGS წამყვანი აუდიტორი.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments