ტურიზმი, საქართველო და საერთაშორისო სტანდარტები
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას ძლიერი დარტყმა მიაყენა: დრამატულად შემცირდა ტურისტთა რაოდენობა, მეტიც, ზოგიერთ ქვეყანას დღემდე მკაცრად აქვს ჩაკეტილი საკუთარი ქვეყნის საზღვრები. შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები ტურიზმიდან და უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. საქართველოც, როგორც მსოფლიო გლობალურ ჯაჭვში ჩაბმული ქვეყანა, მნიშვნელოვნად დაზარალდა პანდემიის დროს. ტურიზმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი იყო და ქვეყნის ბიუჯეტში უდიდესი შემოსავალი შეჰქონდა და ამუშავებდა მრავალ ინდუსტრიას, ფაქტიურად ჩავარდა, რადგან ქვეყნის საზღვრები უამრავი ქვეყნისთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დღემდე ჩაკეტილია. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ რთულ სიტუაციაში? როგორ გადავარჩინოთ ტურიზმის სექტორი?
ტურიზმი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტად იქცა და წლიდან წლამდე მისი წვლილი მნიშვნელოვნად იზრდება (2020 წელი გამონაკლისი იქნება რათქმაუნდა) მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით ქვეყანას 9.3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო შემოსავალმა 3 მილიარდ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. რაც შეეხება 2020 წელს რიცხები სამწუხაროდ სავალალოა: 2020 წლის 6 თვის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 62.5%-ით შემცირდა და 1,4 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ მონაკვეთში ეს ციფრი 3.8 მილიონს აჭარბებდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წლის ვიზიტებში ყველაზე დიდი წვლილი პირველმა ორმა თვემ - იანვარმა და თებერვალმა შეიტანა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ მოქმოდებდა მკაცრი რეგულაციები. მიუხედავად ყველაფრისა, ტურიზმის სექტორის ახლიდან ამუშავების იმედები უკვე გამოიკვეთა: საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან საჰაერო საზღვარი გახსნა. ასევე, გამოიკვეთა ტენდეცია შიდა ტურიზმის განვითარებისა. მაგალითად, 2019 წელს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში 2.1 მილიარდი ლარი დახარჯეს და ეს მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ საბანკო ბარათებით გადახდილ თანხას. შესაბამისად, შიდა ტურიზმის გააქტიურებით ჩვენს ქვეყანას შეუძლია გადაარჩინოს ტურიზმის სექტორი მიმდინარე წელს, ისე რომ საზღვრები უამრავ, პანდემიის მხრივ რისკ-ქვეყანებთან ისევ ჩაკეტილი ჰქონდეს.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე წლებია მუშაობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მხრივ და ამ წლების განმავლობაში შეიმუშავა უამრავი სტანდარტი, რომელთა დახმარებითაც მნიშვნელოვნად დაჩქარდა მსოფლიო ტურიზმის განვითარება და ამავე დროს გახდა უფრო უსაფრთხო, ნაკლები ზიანის მომტანი გარემოსთვის. ცხადია, ტურისტული ადგილების გადატვირთულობამ შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლები. ისეთი სტანარტები როგორიცაა: ISO 24802, ISO 21101, ISO 21401 და ა.შ. ხელს უწყობენ მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, ამცირებენ ტურისტული ლოკაციის განადგურების საფრთხეს და სთავაზობენ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს უფრო ეფექტურ მენეჯმენტის სისტემას. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული იმ გზების ძიებაში, რომელიც პანდემიის ტალღის დარტყმას ტურიზმის სექტორზე მნიშნელოვნად შეარბილებს. მაგალითად, ISO-ს ერთ-ერთი კომიტეტი ISO/TC 228, რომელიც მუშაობს ტურიზმის სექტორისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმართულებით, უკვე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა გზებისა თუ სტანდარტების შემუშავებაში, რომელიც მხარს დაუჭერს ტურიზმის სწრაფ აღდგენას მთელი მსოფლიოს მასტაბით. აღნიშნულმა კომიტეტმა არსებობის განმავლობაში უკვე შეიმუშავა 33 სტანდარტი და ამჟამად 13 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს, თუმცა პოსტ-პანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოუწევს დაზარალებული ტურისტული სექტორის დასახმარებლად.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments