წყლის რესურსების ხელმეორედ გამოყენება და ISO კომიტეტი
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე არსებულ რესურსებს შორის ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე წყლის რესურსებია, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პლანეტაზე სიცოცხლე აღმოცენებულიყო. ამავე დროს, სწორედ წყალი შეადგენს დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი არსების "საშენ" მასალას. მაგალითად ადამიანის სხეულის 60%-ზე მეტი წყლისგან შედგება. ასევე, წყალი შედის ადამიანის ორგანიზმის თითოულ უჯრედში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს - წამში ადამიანის უჯრედებში მილიარდობით ქიმიური რექცია ხდება. მსგავსად არის მოწყობილი სხვა ცოცხალი არსებების ორგანიზმი. ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია პლანეტაზე არსებულ წყლის რესურსებს მოვუფრთხილდეთ, არ მოხდეს მისი უმიზო ფლანგვა ან დაბინძურება. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ხელმეორედ გამოყენებასაც.
მიუხედავად იმსა, დედამიწა მდიდარია წყლის რესურსებით, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რესურსი არაეფექტურად მოვიხმაროთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ მცირე ნაწილია ვარგისი დასალევად. ამავე დროს, სამეწარმეო თუ საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად ბინძურდება მდინარეები და მიწისქვეშა წყლები. მაგალითისთვის ავიღოთ ინდონეზიაში მდებარე კუნძული ჯავა, რომლის ფართობი დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო კუნძულზე 150 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი მიედინება მდინარე სიტარუმი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე უფრო დაბიძნურებულ მდინარედ ითვლება. მდინარემ ეს წოდება უკვე დიდი ხანია მიიღო, რაც გამოწვეულია მის სანაპიროებთან მდებარე ათასობით ტექსტილის საწარმოთი, რომლებიც წარმოების შედეგად დანრჩენილ მძიმე მეტალებით დაბინძურებულ წყალს ყველგვარი კონტროლის გარეშე პირდაპირ მდინარეში უშვებენ. ასევე, მდინარეს ადგილობრივი მოსახლეობა ნაგავსაყრელად იყენებს, რის გამოც ყოველდღიურად მილიონიბით ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში ხვდება. ყოველივე ამის გამო, წყალში ჟანგბადის დონე თითქმის 0%-მდეა შემცირებული,სწორედ ამიტომ მდინარეში არ გვხდება არცერთი სახეობის თევზი. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ აღნიშნული მდინარის წყალს იყენებენ სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად, რის გამოც მრავალი ქიმიური ელემენტი ხვდება მოსავალში და იწვევს ჯამრთელობის მძიმე დაზიანებებს. ყველაფერთან ერთად, ბიძნურდება მიწისქვეშა წყლებიც, რაც მილიონობით მოსახლეს უსპობს შესაძლებლობას წვდომა ჰქონდეთ სუფთა წყალთან.
აღნიშნული შემთხვევა გვაძლევს კარგ მაგალითს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ წყლის რესურსებს. ამავე დროს, ბუნებაში ხომ არაფერი იკარგება - დედამიწის ეკოსისტემა მილიონიბით წლის განმავლობაში ვითარდებოდა, რის გამოც ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და თუნდაც ერთმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი კატასტროფა - როგორც მთის წვერიდან დაგორებული თოვლის გუნდა შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ იქცევს ზვავად.
ყოველივე აქედან გამომდინარე, აუცილებელია მსოფლიოს გააჩნდეს ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც თავიდან აგვაცილებს აღნიშნულ პრობლემებს. ასეთ ინსტრუმენტებს შორისაა წყლის ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკა. ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ISO/TC 282 კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტი იყოფა კიდევ 4 ქვეკომიტეტად, რომელთა სამუშაო სფეროა ურბანულ დასახლებებში წყლის ხელმეორედ გამოყენება, საწარმოების მიერ გამოყენებული წყლის ხელახლა გამოყენება და ა.შ. ქვეკომიტეტები მუშაობენ სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც დაგვეხმარება წარმატებით დავნერგოთ წყლის ხელმეორედ გამოყენების პრაქტიკა, ერთხელ უკვე გამოყენებული წყალი ვაქციოდ უვნებლად, დავზოგოთ ჰიდრო რესურსები და უფრო ეფექტურად მოვიხმაროთ ის. ყოველივე ამას კი მივყავართ უკეთესი მსოფლიოსკენ, რომელსაც შეეძლება გაუფრთხილდეს საკუთარ მშობლიურ პლანეტას და არ აცდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რომელის დახმარებითაც შეგვეძლება განვითარდეთ ისე, რომ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი არ მივაყენოთ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
コメント